izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საინტერესო ამბები
17 ოქტომბერი, 2018
გამორჩეულად მზრუნველი ბაბუა
56 წლის ილარიონ ვარდოსანიძე www.izrune.ge-ს დიდი ოჯახის პატარა  წევრის, ანასტასია ჭკადუას ბაბუაა, რომელიც ყოველი თვის ბოლოს შვილიშვილის მიერ მოპოვებული დიპლომების ასაღებად ვებ-გვერდის მთავარ ოფისში მოდის და   შვილიშვილთან  დიპლომები საკუთარი ხელით მიაქვს.







,,გული სიამაყით მევსება, როდესაც პირველი შვილიშვილის მიერ მოპოვებულ წარმატებას ვიზიარებ და დიპლომები საკუთარი ხელით მიმაქვს სახლში. ანასტასია მესტიის მუნიციპალიტეტის  სოფელ ხაიშის საჯარო  სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა.  როდესაც ვურეკავ, რომ მისი დიპლომები  ავიღე, ძალიან უხარია და დიდ ბედნიერებას გამოხატავს.“





აფხაზეთის ომის ვეტერანსა და მეორე ჯგუფის ინვალიდს ორი შვილი და ამდენივე შვილიშვილი ჰყავს. მისი პირველი შვილიშვილი სწორედ www.izrune.ge-ს აქტიური წევრი ანასტასია ჭკადუაა. ანასტასიას 56 წლის  ბაბუა ამჟამად მეუღლესთან ერთად თბილისში მარტო ცხოვრობს. www.izrune.ge-სთან საუბრისას ილარიონი აფხაზეთის ომის მძიმე წუთებს იხსენებს და ამბობს, რომ თბილისსში   12 დასახიჩრებულ თანამემამულესთან ერთად ტრავმირებული დაბრუნდა. 

„აფხაზეთის ომში ცხრა თვის განმავლობაში,  1992 წლის ნოემბრიდან,  1993 წლის ივნისის ბოლომდე ვიბრძოდი. საქართველოში თანამემამულეებთან ერთად დასახიჩრებული დავბრუნდი, ჩვენთან ერთად რამდენიმე მიცვალებული გადმოასვენეს, ბევრი საერთოდ ვეღარ დაბრუნდა უკან და უკვალოდ დაიკარგა. ეს წუთები ჩემთვის ძალიან მძიმე გასახსენებელია.“

ომის ვეტრენს დიდი ტრაგედიის მძიმე წუთები ოჯახმა შეუმსუბუქა. ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება შვილებისა და შვილიშვილების დაბადებამ მოუტანა. ჭკადუას ბაბუა საკუთარ სურვილებს გვიზიარებს და ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი სურვილია, ანასტასიამ წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწიოს. როგორც ილარიონი www.izrune.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ინოვაციური საგანმანათლებლო ვებ-გვერდის შესახებ შვილიშვილისგან შეიტყო.

„ანასტასიამ მითხრა ამ ინოვაციური ვებ-გვერდის შესახებ. მაშინვე  დავინტერესდი, დავათვალიერე და გავეცანი პორტალს.  ძალიან მომეწონა, ჩემ  დროს რომ ყოფილიყო მსგავსი პროექტი, აუცილებლად ჩავერთვებოდი. “

მისი თქმით, www.izrune.ge-ს მეშვეობით ბავშვებს დამოუკიდებელად აზროვნების უნარი უვითარდებათ და უფრო მეტად გათვითცნობიერებულები ხდებიან. 

,,ბავშვები იღებენ დამატებით ცოდნას და გამოცდილებას. ჩემ დროს უფრო ბიბლიოთეკაში ვისხედით და ვმეცადინეობდით. უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები დღეს ძალიან მნიშვნელოვანია და წიგნების გარდა, ბავშვებმა დამატებითი ცოდნა კომპიუტერის მეშვეობითაც უნდა მიიღონ, ამიტომ მივესალმები ამ პროექტს. ბავშვი კომპიუტერთან არა გასართობად, არამედ ცოდნის შესამოწმებლად ჯდება. ვფიქრობ, რომ izrune.ge  ჩემი შვილიშვილისთვის დიდი შედეგის მომტანი იქნება, რადგან ეჩვევა დამოუკიდებლად აზროვნებასა და მსჯელობას. ძალიან კარგია, რომ განათლება და მეცნიერება წინ მიდის. ჩემ დროს ასე არ იყო და მიხარია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ბავშვი უფრო მეტს სწავლობს და იგებს.“



ილარიონ ვარდოსანიძის თქმით, სკოლის გარდა ოჯახის ჩართულობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. ამბობს, რომ მოსწავლე, როდესაც ოჯახის მხარდაჭერას გრძნობს, უფრო დიდი მოტივაცია ეძლევა.

„ჩემი თაობის ბაბუებს ვურჩევდი, რომ განათლების კუთხით შვილიშვილებს  უფრო მეტი დრო დაუთმონ. ბავშვს  მეტი სტიმული ეძლევა, როდესაც ოჯახის წევრებისგან მხარდაჭერას გრძნობს.   ანასტასიას ხშირად  ვეუბნები, რომ  რაც უფრო კარგად ისწავლის, მეტად დაფასდება და გამოადგება თავის ქვეყანას.“


ანასტასიას  მზრუნველი ბაბუა www.izrune.ge-ს წარმატებებს უსურვებს და ყველაზე დიდ სურვილს უზიარებს:

 “ჩვენ აფხაზეთის ომში  მომავალი თაობის ბედნიერებისა და უკეთესი ცხოვრებისთვის ვიბრძოდით. არ  მინდა, მომავალმა თაობამ   საქრათველოდან წასვლასა და გაქცევაზე იფიქროს. არ მინდა,  სხვაგან ეძებონ ბედნიერება. ჩემი დიდი სურვილია, რომ საქართველოში იცხოვრონ,  აქ მიიღონ ხარისხიანი განათლება და გამოადგნენ საკუთარ სამშობლოს.“ 


რას ამბობენ ჩვენზე