izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საინტერესო ამბები
31 ოქტომბერი, 2018
სვანები იზრუნე.ჯი-ს აფასებენ: „იზრუნე.ჯი ბგიდ ხოჩალი“
მესტიის მუნიციპალიტეტის ისტორიულ სოფელ ეცერის ერთ-ერთი ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი  www.izrune.ge-ს დიდი ოჯახის წევრია. 5 ბავშვის აღზრდა - განათლება - წახალისების პროცესში მშობლები 85 წლის ბაბუასთან ერთად აქტიურად არიან ჩართულები.მრავალშვილიანმა დედამ www.izrune.ge ზემო სვანურ ენაზე შეაფასა და საკუთარი შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა:  






ფიქრია ჩოფლიანი, ხუთი შვილის დედა:

www.izrune.ge ,,ბგიდ ხოჩალი’’ (ძალიან მაგარია). ძალიან მოგვწონს ეს ვებ-გვერდი. ბავშვებიც აღფრთოვანებულები არიან უკვე მოუთმენლად ელიან ახალ ტესტებს. პირველი შემაჯამებელი ტესტის გავლისას ერთმანეთს ეხმარებოდნენ. პირველად ირაკლიმ გააკეთა ტესტი და შემდეგ მიღებული გამოცდილება და-ძმასაც გაუზიარა. 85 წლის ბაბუა გვყავს სახლში და ძალიან გულშემატკივრობს შვილიშვილებს. სწავლის ფასი არაფერი არ არისო ყოველთვის ამას უნერგავს ბავშვებს. ჩემ შვილებს  უკვე კონკურენცია აქვთ ერთმანეთში,  ვინ უკეთესად წარმოაჩენს ცოდნას. ,,შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ მამამისი სახლში არ იყო და მეორე დღეს,  როგორც კი მოვიდა, www.izrune.ge-ს შესახებ  სიხარულით უყვებოდნენ. www.izrune.ge-ს სავარჯიშო ტესტებს ყველა ერთნაირი სიხარულითა და ენთუზიაზმით ელოდება. ყველაზე ადრე დილით სანდრო იღვიძებს, ბავშვები სკოლაში ერთად მიდიან და სახლშიც ერთად ბრუნდებიან.  ბიჭები ძიუდოზე დადიან და სპორტთან ერთად სკოლაშიც კარგად სწავლობენ.“


მეექვსე კლასის მოსწავლე ირაკლი ცალანი დედმამიშვილებს შორის ყველაზე გამბედავი აღმოჩნდა. მან ,,შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს’’  შემაჯამებელი ტესტი პირველმა გაიარა და დიპლომიც მოიპოვა.

ირაკლი ცალანი, მეექვსე კლასის   მოსწავლე:

„ძალიან მომეწონა www.izrune.ge-ს ტესტები. დამოუკიდებლად ვუპასუხე ყველა შეკითხვას. შემდეგ მიღებული გამოცდილება და-ძმასაც გავუზიარე. იმედი მაქვს შემდეგში უფრო გავაუმჯობესებ შედეგს და მაქსიმალურ ქულასაც მივიღებ.“



დედმამიშვილებს შორის ყველაზე პატარა, შვიდი წლის სანდრო საკუთარ მიზნებს გვიზიარებს და ამბობს, რომ www.izrune.ge-ს სავარჯიშო ტესტებს უკვე მოუთმენლად ელის. 

სანდრო ცალანი, მეორე კლასის მოსწავლე:

,,ჩემი და-ძმები მეხმარებოდნენ ტესტების გაკეთებაში. დედიკოც ჩემთან ერთად იჯდა კომპიუტერთან და თუ რამეს ვერ ვიგებდი მას ვეკითხებოდი. ძალიან მომეწონა ცოდნის შემოწმება, 85 ქულა მივიღე და კმაყოფილი ვარ, მაგრამ მინდა, რომ შემდეგში უფრო მაღალი ქულა დავაგროვო.“

ლიზი ცალანი, მეოთხე კლასის მოსწავლე:

„80 ქულა მივიღე შემაჯამებელ ტესტში. ძალიან მიხარია, რომ www.izrune.ge-ს დავუმეგობრდი. მინდა ბევრი ოქროს დიპლომი მოვიპოვო და ყველა გავახარო ჩემი შედეგით.“

ნაზარი ცანარი, მეექვსე კლასის მოსწავლე:

,,ტესტი დამოუკიდებლად გავაკეთე, მაგრამ ჩემი შედეგით არ ვარ კმაყოფილი. ვაპირებ კარგად ვიმეცადინო, მოვემზადო და შემდეგ ტესტებში უფრო მაღალი ქულები მივიღო.“



ლევან ცალანი, მესამე კლასის მოსწავლე:

„მოუთმენლად ველოდებოდით შემაჯამებელი ტესტის გავლას, ერთი სული მქონდა  ჩემი ჯერი მოსულიყო. როდესაც ტესტები ყველამ გავაკეთეთ ერთმანეთში ვმსჯელობდით რა გაგვიჭირდა და რაზე უნდა ვიმეცადინოთ უფრო მეტი. ძალიან მოგვეწონა ეს ვებ-გვერდი და ერთი სული გვაქვს ხუთშაბათი მოვიდეს, რომ სავარჯიშო ტესტი გავაკეთოთ და მოვემზადოთ შემაჯამებელი ტესტისთვის.“




რას ამბობენ ჩვენზე