შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვას მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ლენჯერის N2 საჯარო სკოლაშიც გამოხატავენ. როგორც სკოლის დირეტქორი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მოსწავლეები მშობლებთან ერთად ინოვაციურ საგანმანათლებლო პროგრამაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ.
ლალი გულედანი, სოფ. ლენჯერის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩვენი სკოლა აქტიურად არის ჩართული ამ პროექტში. მშობლების და ბავშვებიც ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავენ. მოსწავლის ცოდნის დონის ასამაღლებლად ძალიან კარგი ტესტები იდება. ეტაკოდის მეშვეობით სკოლის პერსონალიც ატქიურად ვადევნებთ თვალს თითოეული ბავშვის შესაძლებლობებს. ოჯახი, სკოლა, მოსწავლე ეს სამი რგოლი არ უნდა გაწყდეს და აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს ერთმანეთთან. ხშირად არის სოფელში ინტერნეტის პრობლემა და ჩვენ ყოველთვის მზაობას გამოვხატავთ, რომ მოსწავლეებს ხელი არ შეეშალოთ და სკოლაში გააკეთონ სავარჯიშო თუ შემაჯამებელი ტესტები.“
ზიანა მერლანი, სოფ. ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის დამრიგებელი:
„სამივე რგოლი (ოჯახი,ბავშვი,სკოლა) აქტიურად არის ჩართული
www.izrune.ge-ს პროგრამაში. მოსწავლეები დიდი მონდომებით აკეთებენ ტესტებს, რა საკითხსაც ვერ იგებენ სკოლაში მოაქვთ და გაკვეთილზე განვიხილავთ. ყველა მშობელს ვურჩევ მიუსხდნენ გვერდით შვილებს და თვალი ადევნონ მათი განათლებისა და ცოდნის დონეს. თითოეული მოსწავლის მიერ მოპოვებული დიპლომი ჩვენი საერთო წარმატებაა.“
ლევან ფილფანი, სოფ. ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე:
„ორი თვეა რაც პორტალზე დავრეგისტრირდი. ყოველ ხუთშაბათს და თვის ბოლოს საინტერესო ტესტები მოდის. როდესაც სახლში არ მაქვს ინტერნეტი სკოლაში მოვდივარ და ტესტებს იქ ვაკეთებ. ვფიქრობ, რომ
www.izrune.ge-ზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში საატესტატო გამოცდებში ძალიან წამადგება.“
ნანა შუკვანი, სოფ. ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე:
„
www.izrune.ge-ს მეშვეობით ძალიან ბევრი ვისწავლე. ჩემი დაც არის დარეგისტრირებული და ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ ორივე დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით ველით.“
მარიამ ფილფანი, სოფ. ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე:
„ძალიან კმაყოფილი ვარ ამ საიტით. უფრო მეტად ვიღრმავებ ცოდნას, ვმუშაობ საკუთარ თავზე და ვიძენ ახალ ცოდნას. ყველა მოსწავლეს ვურჩევ დარეგისტირდნენ
www.izrune.ge-ზე და უფრო მეტად გაიღრმავონ ცოდნა.“