Izrune.ge მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებლის რჩეულია - ლადო აფხაზავა ინოვაციებს გულშემატკივრობს
2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ 10 ფინალისტს შორის დასახელებული პედაგოგის, ლადო აფხაზავას წარმატების გზა ლანჩხუთის რაიონში მდებარე სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლას უკავშირდება.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული და ახლა უკვე გლობალური ჯილდოს ფინალისტი სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის.
აფხაზავა პროგრამის - „მომავლის თაობა“ ერთ-ერთი ბენეფიციარია, რომელიც სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაძლიერებას უწყობს ხელს.
„სიტყვები არ მყოფნის ემოციის გამოსახატავად. რასაკვირველია, ძალიან გამიხარდა. საოცარი მომენტი იყო როდესაც ჩემი სახელი გამოაცხადეს. ვფიქრობ, რომ ჩემი გამარჯვება ქვეყნის გამარჯვებაა. 2017 წლის საუკეთესო მასწავლებელი რომ გავხდი, მაშინ ვთქვი, მე აუცილებლად ვეტყვი მსოფლიოს ქართველი მასწავლებლის სათქმელს და ძალიან მიხარია, ამის შესაძლებლობა რეალურად რომ მომეცა.“
17-წლიანი სტაჟის მქონე მასწავლებელი ამბობს, რომ ის მოსწავლეებს სამომავლო გამოწვევებისთვის ამზადებს.
„მინდა, რომ ის ბავშვები, ვისაც მე ვასწავლი, მომავლისთვის მოვამზადო, რადგან მათ წინ გამოწვევები ელოდებათ. ვცდილობ მათი შინაგანი მოტივაციის ამაღლებას, საკუთარი თავის რწმენის გამყარებას და ვასწავლი პრობლემებთან გამკლავებას.“
წლის მასწავლებლის თქმით, სკოლა სახელმწიფოს პატარა მოდელია და იქ, ფორმალური განათლების გარდა, მნიშვნელოვანია, ბავშვის თანამონაწილეობა.
მისივე თქმით, ბავშვებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
„ჩემი მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად, თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად, დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. მათ უნდა შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და სხვადასხვა ინიციატივის განხორციელება.“
ლადო აფხაზავამ საგანმანათლებლო ვებ-გვერდი www.izrune.ge შეაფასა და აღნიშნა, რომ პორტალი თავისი პროგრამითა და შინაარსით ინოვაციურია.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგანმანათლებლო სისტემა თანამედროვე გამოწვევებს პასუხობდეს. ვფიქრობ, რომ
www.izrune.ge თავისი მიზნებითა და ამოცანებით არაჩვეულებრივი პროექტია. მე აღფრთოვანებული დავრჩი, როდესაც ამ ვებ-გვერდს გავეცანი. აუცილებლად გავმართავ პრეზენტაციას ჩემი სკოლის მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის, რათა ამ უნიკალურ პროექტში მიიღონ მონაწიელობა.
www.izrune.ge ნამდვილად სიახლეა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და მალე დადგება დრო, როდესაც ყველას გაუჩნდება სურვილი, ამ ვებ-გვერდზე ონლაინ რეჟიმში გაიარონ სავარჯიშო თუ შემაჯამებელი ტესტები. მინდა წარმატებები ვუსურვო
www.izrune.ge-ს პროექტის ავტორს და მის გუნდს, რადგან ქვეყნისთვის და მომავალი თაობისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებთ.“