მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი Izrune.ge მიღწეულ წარმატებას არასდროს ჯერდება და მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული.
მოგეხსენებათ, სულ მალე ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი Izrune.ge-ზე „წიგნიერების დღე“ იქნება და პროექტი საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდებში წიგნიერების ამაღლების სისტემურ-ეფექტური მეთოდის დროულ ამოქმედებას შეუწყობს ხელს.
თბილისის N 11; N 29; N 94; N 106; N133; N 167 საჯარო სკოლების სახით, შესაბამისი ლიტერატურისა და კითხვების შედგენაში პორტალის გამორჩეულად აქტიური და წარმატებული სკოლები მონაწილეობენ.
„წიგნიერების დღისთვის“ საინტერესო კითხვებს 77 მზრუნველი პედაგოგი ამზადებს და სულ მალე ჩვენს იზრუნელებს საინტერესო ლიტერატურული თავგადასავალი ელით.
თბილისის N133 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი ლიანა ფუტკარაძე:
„წიგნიერება განსაზღვრავს ცხოვრების ტრაექტორიას და თუ გვინდა, რომ ახალგაზრდებმა 21-ე საუკუნის გამოწვევებს წარმატებით აუწყონ ფეხი, მათ, პირველ რიგში, კითხვითი უნარ-ჩვევები უნდა განვუვითაროთ. „წიგნიერების დღე“ - ეს არის გასაღები ზოგადი განათლების პრობლემების მოგვარებისა. ამ კუთხით, მრავალი წელია, ჩვენი სკოლა არაერთ აქტივობაში წარმატებით ერთვება. „ეტალონისა“ და Izrune.ge-ს მადლიერი ვარ, იმდენად, რამდენადაც პროექტები მოსწავლეთა მოტივაციას ზრდის და მათ წინსვლას ახალისებს. ჩვენი სკოლის 6 პედაგოგი მთელი საქართველოს მეთერთმეტეკლასელებისთვის ადგენს ტესტებს. და რადგან ჩვენ ამ პროექტის ერთერთი წამყვანი და ძლიერი სკოლა ვართ, იმედი გვაქვს, რომ „წიგნიერების დღე“ ჩვენი მოსწავლეების შედეგებზე დადებითად აისახება.“
თბილისის N94 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი ნინო გახარია:
„ჩვენი სკოლა „წიგნიერების დღის“ შემოღებას მიესალმება და Izrune.ge-სთან ამ კუთხითაც წარმატებით თანამშრომლობს. ჩვენი პედაგოგები, ფილოლოგთა ექვსკაციანი ჯგუფი მე-12 კლასისთვის შესაბამის კითხვებს ადგენს. საგანმანათლებლო ინოვაციებთან ერთად არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა, ბუნებრივია, კარგად ვიცნობთ არსებულ განათლებისა და განვითარების დონეს და ვთვლით, რომ ეს წამოწყება კიდევ ერთი ძალიან დიდი ბიძგისმიმცემი იქნება წიგნიერების ამაღლების კუთხით.“
ახლა კი, გთავაზობთ ივლისი-აგვისტოში წასაკითხი წიგნების სიას კლასების მიხედვით:
I კლასი
იაკობ გოგებაშვილის: „უსუნო ყვავილი“, „ვანო და ჩიტი“, „მუხა და ლერწამი“, „დაკარგული ბავშვი“, „მკვეხარა ქოთანი“, „მუქთამჭამელა.“
II კლასი
ქართული ხალხური ზღაპრები : „კოკროჭინა“, „მეჩონგურე“, „ნადირთა ძმობა“, „ლომი და მელია“, „ხელმწიფის შვილისა და ხელმწიფის ამბავი.“
III კლასი
იაკობ გოგებაშვილის : „ფუტკარი“, „მერცხალი“, „თამარ მეფე“, „მარო და მერცხალი“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“.
IV კლასი
ნოდარ დუმბაძის : Hellados, „ხაზარულა“, „ძაღლი“.
V კლასი