12 აპრილი, 2018
www.izrune.ge, ოჯახი-ბავშვი-სკოლა და სახელმწიფო!!!
საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ და www.izrune.ge -ს ავტორი,
აკადემიურ მეცნიერებათა დოქტორი გოჩა ტყეშელაშვილი, სოციალურ ქსელში ოჯახი-ბავშვი-სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანებაზე საინტერესო გზავნილს აქვეყნებს...
www.izrune.ge, ოჯახი-ბავშვი-სკოლა
და სახელმწიფო !!!
(გზავნილი III)
„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდისა და „ეტალონის“ თანამოაზრეების სამწლიანი თავდაუზოგავი შრომის მთავარი მიზანი გახლავთ: ოჯახი-ბავშვი-სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!!!
ამ მიზნის მიღწევაში, როგორც ინსტრუმენტს, ქმედებათა უთანამედროვეს სისტემას - www.izrune.ge -ს ვიყენებთ.
აღნიშნული მიზნის მიღწევის გზაზე, სკოლის როლსა და მის www.izrune.ge -სთან კავშირზე უკვე ვისაუბრე და აქ აღარ გავმეორდები...
ამიტომაც, ამჯერად თითოეული ოჯახისა და www.izrune.ge -ს აქტიური თანამშრომლობის შესახებ თხრობით განვაგრძობ:
ა) მშობელს (მხოლოდ ბიოლოგიურ მშობელს არ ვგულისხმობ) თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლებლობა ექნება: საკუთარ შვილზე განსაკუთრებულად იზრუნოს და მის აზროვნების განვითარებასა და განათლების მიღებას თვალი სისტემურად მიადევნოს!!! ამის საშუალებას იძლევა www.izrune.ge
ბ) ბავშვის ჰქონდეს მუდმივი მოტივაცია და წახალისება!!! ამის საშუალებას იძლევა www.izrune.ge
გ) შვილებზე ამგვარი განსაკუთრებული ზრუნვა ხელმისაწვდომი იყოს საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ოჯახისთვის, მიუხედავად, საცხოვრებელი ადგილისა, სოციალური მდგომარეობისა, ეროვნებისა, რელიგიური მრწამსისა, პოლიტიკური შეხედულებისა, პროფესიისა, ასაკისა და ა. შ.!!! ამის საშუალებასაც იძლევა www.izrune.ge
აქ სახელმწიფოს როლზეც მოკლედ გეტყვით - სკოლისა და ოჯახისთვის დასახული ძირითადი მიზნის მიღწევას სახელმწიფო თავისი ყოველდღიური ქმედებებით უნდა ეხიდებოდეს: სწორი პრინციპების მატარებელი პიროვნებების წარმოჩენით; პროფესიულ საქმიანობაში თავდაუზოგავი შრომის დაფასებით; მუშაობის გამჭვირვალობის სტილით და ა. შ.
. . . და ეს ყოველივე ახალგაზრდებისთვის უნდა იყოს დასანახი და ხელშესახები - www.izrune.ge და www.etaloni.ge ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა.
პატივისცემით: „ეტალონის“ დაwww.izrune.ge-ს ავტორი,
აკადემიურ მეცნიერებათა დოქტორი
გოჩა ტყეშელაშვილი