ყოველი თვის მესამე ხუთშაბათი
Izrune.ge-ზე „წიგნიერების ხუთშაბათია“. პროექტი საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლების სისტემურ-ეფექტური მეთოდის დროულ ამოქმედებას უწყობს ხელს.
შეჯამების ივნისის ფარგლებში 16 ივნისის „წიგნიერების ხუთშაბათის“ ტესტში შევა 2021-2022 სასწავლო წლის სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი და მაისის „წიგნიერების ხუთშაბათის“ კითხვები.
გთავაზობთ განვლილი „წიგნიერების ხუთშაბათის“ რეკომენდებული წასაკითხი წიგნების და ნაწარმოებების სიას კლასების და თვეების მიხედვით:
I კლასი - სულხან-საბა ორბელიანი - „კუ და მორიელი“ „ორმოში ჩავარდნილი მეფე“
ნოდარ დუმბაძე - „მღერიან თუშის ბიჭები“, (სექტემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
გივი ჭიჭინაძე - „დათუნია დრუნჩასა“ (ნოემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
იაკობ გოგებაშვილი - „სპილო და ჭიანჭველები“ (იანვრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ეზოპე - „კუ და კურდღელი“ (თებერვლის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
II კლასი - სულხან-საბა ორბელიანი - „აქლემი და ვირი“ „უტკბილესი და უმწარესი“ (სექტემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
იაკობ გოგებაშვილი - „კოჭლი კაცი“ (დეკემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
მერი ბოლქვაძე - „ერთი დღე გაზაფხულის ცაზე“ (აპრილის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ნინო ნაკაშიძე - „მამა გაახარე“ (იანვრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ეზოპე - „ჭაში ჩავარდნილი ვირი“ (მარტის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
III კლასი - სულხან-საბა ორბელიანი -
„მოჩივარნი ძმანნი“ „ორნი ამხანაგი და დათვნი“ (ოქტომბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
გივი ჭიჭინაძე - „გამოფარფატდა პეპელა“ (აპრილის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
იაკობ გოგებაშვილი - „მერცხალი“ (მარტის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
რევაზ ინანიშვილი - „ჩიტუნიას ლოცვა“ (იანვარის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
IV კლასი - სულხან-საბა ორბელიანი - „უსამართლო შირვანშაჰი“ „მეფე და მისი შვილი“ (დეკემბერის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ვაჟა-ფშაველა - „ია“ (აპრილის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
იაკობ გოგებაშვილი - „თამარ მეფე“ (მარტის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
რევაზ ინანიშვილი - „ლამაზი ცრემლები“ (ოქტომბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
მუხრან მაჭავარიანი - „საბა“ (თებერვლის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
V კლასი - ნოდარ დუმბაძე - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (იანვრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
არჩილ სულაკაური - „ბიჭი და ძაღლი“ (მარტის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ანტუან დე სენტ ეგზიუპერი - „პატარა უფლისწული“ (ნოემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
რევაზ ინანიშვილი - „ძალიან პატარა დიდ ქვეყანაში“ (ოქტომბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
VI კლასი - რევაზ ინანიშვილი – „13 წლის ბიჭი“ (მარტის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ჟიულ ვერნი - „80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ“ (თებერვლის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ნიკო ლორთქიფანიძე - „დადიანის ასული და მათხოვარი“ (ოქტომბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
მაინ რიდი - „ოცეოლა“ (ნოემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
VII კლასი - რევაზ ინანიშვილი - „გოგონა, ღამე რომ შეუყვარდა“ (სექტემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ჩარლზ დიკენსი - „დევიდ კოპერფილდი“; გოდერძი ჩოხელი - „მგელი“ (თებერვლის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ვიქტორ ჰიუგო - „გავროში“ (მარტის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
VIII კლასი - რ.ჯ. პალაციო - „საოცრება“ (იანვრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
გალაკტიონ ტაბიძე - „მზეო თიბათვისა“, „მამული“ (დეკემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ანა ფრანკი - „ანა ფრანკის დღიურები“ (აპრილის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
გოდერძი ჩოხელი - „თევზის წერილები“, „წერილი ნაძვებს“ (ოქტომბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
IX კლასი - ნოდარ დუმბაძე - „მე ვხედავ მზეს“ (ოქტომბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
დენილ კიზი - „ყვავილები ელჯერონისთვის“ (ნოემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
მიხეილ ჯავახიშვილი - „მეჩექმე გაბო“ (თებერვლის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ფრანც კაფკა - „წერილი მამას“ (აპრილის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
X კლასი - ნიკო ლორთქიფანიძე - „ტრაგედია უგმიროდ“ (თებერვლის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ჯერომ დევიდ სელენჯერი - „თამაში ჭვავის ყანაში“ (ნოემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ჯოან როულინგი - „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ (სექტემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
მიხეილ ჯავახიშვილი - „ლამბალო და ყაშა“ (მარტის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
XI კლასი - ილია ჭავჭავაძე - „გლახის ნაამბობი“ (ნოემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ალექსანდრე დიუმა - „გრაფი მონტე კრისტო“ (იანვრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ნოდარ დუმბაძე - „ნუ გეშინია დედა“ (თებერვლის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ჯონათან სვიფტი - „გულივერის მოგზაურობა“ (აპრილის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
XII კლასი - ჭაბუა ამირეჯიბი - „დათა თუთაშხია“; პაოლო კოელიო „ალქიმიკოსი“ (ოქტომბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
ჯეკ ლონდონი - „მარტინ იდენი“ (ნოემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)
გრიგოლ რობაქიძე - „გველის პერანგი“ (დეკემბრის „წიგნიერების ხუთშაბათი“)