izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
მშობლის (ან სხვა მზრუნველის) რეგისტრაცია
გამოიყენეთ ქართული ან ინგლისური შრიფტი
(გრაფები: „მომხმარებლის სახელი“ და „პაროლი“ - უნდა შეივსოს მხოლოდ ინგლისური შრიფტით)

(*) აღნიშნული ველების შევსება სავალდებულოა
მიუთითეთ მოქმედი მობილური ტელეფონის ნომერი
შესავსებად სავალდებულო არ არის, თუმცა სასურველია
აკრიფეთ ნებისმიერი სახელი (ან სიტყვა) ინგლისურად, რომელიც შედგება მინიმუმ 5 სიმბოლოსგან
პაროლი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 7 ინგლისური სიმბოლოსგან (ასოები და/ან ციფრები)
დაარეგისტრირეთ მოსწავლე
* დაბადების თარიღი
დაარეგისტრირეთ მოსწავლე
* დაბადების თარიღი
დაარეგისტრირეთ მოსწავლე
* დაბადების თარიღი
დაარეგისტრირეთ მოსწავლე
* დაბადების თარიღი
სურვილის შემთხვევაში დაამატეთ კიდევ ერთი მოსწავლე
რეგისტრაციის დასასრულებლად „მომსახურების წესების და პირობების“ მონიშვნა აუცილებელია
X

1. გამოყენებული ტერმინების განმარტება:
• კომპანია - შპს „ეტალონი-მედია” რომელიც ახორციელებს  მომხმარებლისათვის ვებგვერდით სარგებლობის მომსახურების გაწევას, ამ ხელშეკრულების შესაბამისად.
• მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურებით და ეთანხმება კომპანიის მიერ დადგენილ მოხმარების წესებს.
• კომპანიის ვებგვერდი/ვებგვერდი/საიტი - www.izrune.ge 
• ხელშეკრულება - წინამდებარე დოკუმენტი;
• ვებგვერდის გათიშვა - ვებგვერდთან წვდომის შეჩერება.
• ვებგვერდის გაუქმება - ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის წაშლა.
• მომხმარებლის რეგისტრაცია - კომპანიის ვებგვერდზე მომხმარებლის მიერ სავალდებულო რეგისტრაციის გავლა, კომპანიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
• მომსახურების პაკეტები - კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებული პაკეტები, რომლებიც განთავსებულია ვებგვერდზე.
• სასწავლო წელი - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების თარიღი.
• „მხარე“ ან „მხარეები“ - მიემართება როგორც კომპანიას, ისე მომხმარებელს, ან დამოუკიდებლად მომხმარებელს ან კომპანიას. 
• “მესამე პირი” − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირისა;
• „პერსონალური მონაცემი“ − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით;
• „მონაცემთა დამუშავება“ − ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;
ზემოთ მოცემული ტერმინოლოგია ან სიტყვები ჩანაცვლებადია შესაბამისი ნაცვალსახელებით და/ან მხოლობით ან მრავლობით რიცხვში გამოყენებით და, ამ შემთხვევაში, ექნება თავდაპირველი, ზემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა.
 
2. საიტის მიზნები და ამოცანები:
2.1 საიტი შექმნილია საქართველოში მოსწავლე-ახალგაზრდობაში განათლების პოპულარიზაციის მიზნით და საიტის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც ეთანხმება საიტის წესებს;
2.2 საიტის  მიზანია, ოჯახი მეტი აქტივობით ჩაერთოს შვილების აღზრდა-განათლება-წახალისების საყოველთაო პროცესში. 
 
3. საიტის საერთო წესები:
3.1 აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს შპს „ეტალონი-მედიას“-ს საკუთრებას.
3.2 კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციით, აგრეთვე საიტის ნებისმიერ ნაწილზე წვდომით ან საიტის სარგებლობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ წაიკითხა, გაიგო და ეთანხმება, ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს (შემდგომში - „ვებგვერდით სარგებლობის წესები“), იმ დამატებითი წესების ჩათვლით, რომლებიც მოხსენებულია აქ და/ან ხელმისაწვდომია ბმულის მეშვეობით. მოხმარების ეს წესები ეხება საიტის ყველა მომხმარებელს. თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება მოხმარების წესებს, ვერ ექნება წვდომა კომპანიის საიტზე და მომსახურებებზე. ამასთან თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ამ წესებით დადგენილ შეზღუდვებს, მაშინ კომპანიის თხოვნაა, მომხმარებელი არ დარეგისტრირდეს და არ გამოიყენოს კომპანიის ვებგვერდი.
3.3 საიტის ფუნქციონირებაში ნებისმიერი სახით მონაწილეობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმებით საიტის წესებს; მომხმარებელს შეუძლია არ ისარგებლოს კომპანიის საიტით ან აპლიკაციით იმ შემთხვევაში, თუ ვერ გებულობს ან/და არ ეთანხმება ქვემოთ განსაზღვრულ წესებს. 
3.4 მომხმარებელი რეგისტრაციით ადასტურებს, რომ ის გაეცნო მომსახურების პირობებს, შენიშვნა ამ პირობების მიმართ არ აქვს და სრულად ეთანხმება მას.
3.5 კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციით, აგრეთვე საიტის ნებისმიერ ნაწილზე წვდომით ან საიტის სარგებლობით მომხმარებელი ადასტურებს და თანხმობას აცხადებს, რომ კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს, დაამუშაოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, აგრეთვე საიტზე არსებული მომხმარებლის ნებისმიერი მონაცემები, მათ შორის ტესტების გავლის, მომხმარებლის მიერ ნებისმიერი სახის ტესტის გავლის საფუძველზე მიღებულ შედეგებისა და სხვა ნებისმიერი ინფორმაციის. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ კომპანიას უფლება აქვს ამ პუნქტში აღნიშნული ნებისმიერი სახის ინფორმაცია ან/და მონაცემები ნებისმიერი სახით გადასცეს „მესამე პირებს“;
3.6 მოხმარების ეს წესები და სხვა რეგულაციები, რომლებიც კომპანიის მიერ ამ საიტზეა განთავსებული, წარმოადგენს ერთიან შეთანხმებას მომხმარებელსა და კომპანიას შორის და აწესრიგებს წერილობითი თუ ზეპირი ფორმით მხარეთა შორის განხორციელებულ სხვა კომუნიკაციასა თუ შეთავაზებასთან მომსახურებით სარგებლობას. მას აქვს ზემდგომი ძალა სხვა მანამდელ ან წინააღმდეგობრივ შეთანხმებასთან (მათ შორის, მაგალითად, მოხმარების წესების წინა ვერსიებთან).
3.7 კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ პირს ნებისმიერ დროს ნებისმიერი მიზეზით განუცხადოს უარი მომსახურების მიწოდებაზე.
3.8 ნებისმიერი განახლება და ფუნქცია, რომელიც საიტს დაემატება, ასევე ექვემდებარება მოხმარების ამ წესებს. მომხმარებელს შეუძლია მოხმარების წესების ბოლო ვერსიას გაეცნოს ნებისმიერ დროს ამ გვერდზე. კომპანია იტოვებს უფლებას განაახლოს, შეცვალოს ან ჩაანაცვლოს მოხმარების წესები საიტზე/მობილურ აპლიკაციაზე განახლებების/ცვლილებების განხორციელებით. მოხმარების წესების პერიოდულად გაცნობა ცვლილებების გადასამოწმებლად არის „მომხმარებლის“ ვალდებულება. კომპანიის მიერ ცვლილებების განხორციელების შემდეგ მომხმარებლის მიერ საიტის განგრძობითი მოხმარება ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება განხორციელებულ ცვლილებებს.
3.9 მოხმარების ამ წესებზე თანხმობით, მომხმარებელი ეთანხმება, რომ არის მინიმუმ 18 წლის, ქმედუნარიანი პირი, ან 16 წელს მიღწეული პირი და აქვს ნებართვა შესაბამისი პირებისაგან დადოს წინამდებარე ხელშეკრულება. ასევე, მომხმარებელი კომპანიას აძლევს თანხმობას, რომ მომხმარებლის მეურვეობაში მყოფ არასრულწლოვნებს ჰქონდეთ წვდომა მოცემულ საიტზე. მომხმარებელი ადასტურებს, რომ მის მიერ ვებგვერდით სარგებლობა არ არღვევს რომელიმე მოქმედ კანონსა თუ რეგულაციას;
3.10 იმ შემთხვევაში, თუ მოხმარების წესების რომელიმე ნორმა მიიჩნევა არაკანონიერად, ბათილად ან აღუსრულებელ ნორმად, მისი აღსრულებადი ნაწილი უნდა დარჩეს ძალაში, აღუსრულებადი კი ამოღებულ უნდა იქნეს მოხმარების წესებიდან. რომელიმე ნორმის ამგვარ გაუქმებას არ აქვს გავლენა სხვა ნორმებისა და მთლიანი ხელშეკრულების ნამდვილობაზე და ძალაზე.
3.11 მომხმარებლის მიერ ამ ხელშეკრულებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევა გამოიწვევს კომპანიის მხრიდან მომსახურების მიწოდების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.
3.12 მოხმარების ეს წესები და კომპანიასთან დადებული სხვა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც კომპანია მომხმარებელს უწევს მომსახურებას, ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას.
3.13 „ვებგვერდით სარგებლობის წესებით“ გაუთვალისწინებელი საკითხები წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
 
4. საავტორო უფლებები:
4.1 კომპანიის ვებგვერდზე  განთავსებული ინფორმაცია, სიახლეები წარმოდგენილი პოსტების სახით, აგრეთვე ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი კითხვა/ტესტი ან/და კითხვის/ტესტის ნაწილი, განკუთვნილია დაინტერესებული პირებისათვის/მომხმარებლისათვის თუ სხვა ნებიმისერი მესამე პირისათვის, მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნებისათვის.
4.2 თუ კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მოდიფიკაცია და/ან  ნებისმიერი სხვა მიზნით გამოყენება, შედეგად იწვევს კომპანიის საავტორო უფლებების დარღვევას, ხელმყოფს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობა.
4.3 კომპანიის ვებგვერდზე გამოყენებული მასალები კომპანიის თანხმობის გარეშე არ შეიძლება გავრცელებული იქნეს, ამასთან კომპანიის თანხმობად ითვლება ნებისმიერ მასალაზე/ტესტზე/კითხვაზე/შედეგზე არსებული ღილაკი „გაზიარება“;
4.4 ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია და შემცველობა დაცულია ინტელექტუალური უფლებებით (მათ შორის საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშნები). აკრძალულია ამ ვებგვერდის შემცველობის უნებართვოდ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, კოპირება, გადაცემა ან შენახვა. აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. ციტირების შემთხვევაში აუცილებელია კანონმდებლობით დადგენლი საავტორო უფლებების დაცვა. დაუშვებელია ვებგვერდზე არსებული სავაჭრო ნიშნების და ლოგოების რეპროდუცირება, გამოქვეყნება ან გავრცელება შესაბამისი წინასწარი ნებართვის გარეშე უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
4.5 „საიტი” და მასზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ყველა ტექსტი, გამოსახულება („შინაარსი”), ტესტი, კითხვა და სხვა ნებისმიერი მასალა წარმოადგენს “კომპანიის” საკუთრებას და „კომპანია” ფლობს „შინაარსთან” დაკავშირებულ საავტორო უფლებას, თუ სხვაგვარად არ არის აღნიშნული. ნებისმიერი „შინაარსი”, როგორიცაა სავაჭრო ნიშანი, ლოგო, მომსახურების ნიშანი წარმოადგენს „კომპანიის” რეგისტრირებულ ან დაურეგისტრირებელ სავაჭრო ნიშანს. წინამდებარე პირობებში განსაზღვრული გამონაკლისების გათვალისწინებით, მესაკუთრის წერილობითი ნებართვის გარეშე მომხმარებელს ეკრძალება „შინაარსის” გამოყენება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ „კომპანია” კანონით მაქსიმალურად ნებადართულ ფარგლებში იცავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, მათ შორის უფლებამოსილია დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა.
 
5. მხარეთა აკრძალვები და ვალდებულებები:
5.1 საიტზე აკრძალულია:
• მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის გამოყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნებისათვის.
• მომხმარებელს ეკრძალება საიტის გამოყენება სხვათა უკანონო მოქმედების შესრულებაში ან მონაწილეობაში დასახმარებლად;
• მომხმარებელს ეკრძალება საიტის გამოყენებით, მომხმარებლის მხრიდან, ნებისმიერი პირისათვის ნებისმიერი სახით შეურაცხყოფის მიყენება;
• მომხმარებელს ეკრძალება „საიტის” გამოყენება სხვა პირების უფლებათა დარღვევის მიზნით ან „საიტის” სხვა მომხმარებლების პირადი მონაცემების დამუშავების ან სხვაგვარად გამოყენების მიზნით.
• მომხმარებელს ეკრძალება ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელება და საიტის მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა;
• მომხმარებლის სახელად საიტებისა და სერვერების მისამართების, ან მათი ელემენტების, აგრეთვე უცენზურო სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება კომპანიასთან წინასწარ შეთანხმების გარეშე; კომპანიას უფლება აქვს გააუქმოს ასეთი მომხმარებლის პროფილის გვერდი ან ინფორმაცია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე;
• მომხმარებელს ეკრძალება საიტზე ნებისმიერ სახით რეკლამის გაკეთება კომპანიასთან წინასწარ შეთანხმების გარეშე;
• მომხმარებელს ეკრძალება კომპანიის სისტემების ან ამ ვებგვერდის ყოველგვარი არაუფლებამოსილი გამოყენება, რაშიც შეუზღუდავად შედის კომპანიის სისტემებში არასანქცირებული შესვლა, პაროლის არასათანადო გამოყენება ან ვებსაიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება.
• მომხმარებელს ეკრძალება ვირუსებისა თუ სხვა საზიანო კოდის ატვირთვა ან გადაცემა, რამაც შესაძლოა ავნოს საიტსა თუ კონკრეტულ ოპერაციას ან სხვა დაკავშირებულ საიტს ან ინტერნეტს;
• მომხმარებელს ეკრძალება სპამის, ფიშინგის, ფარმის, პრეტექსტის, სპაიდერის, ქროულის ან სკრეპის გამოყენება;
• მომხმარებელს ეკრძალება კომპანიის, სხვა საიტისა თუ ინტერნეტის უსაფრთხოების ხელყოფა;
• მომხმარებელს ეკრძალება სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკური, რასობრივი, ასაკობრივი, ეროვნული, შეზღუდული შესაძლებლობების ან რელიგიური შეხედულების ნიშნით შევიწროება, შეურაცხყოფა, ზიანის მიყენება, დისკრედიტაცია, ცილისწამება, დაცინვა, დაშანტაჟება ან დისკრიმინაცია;
• მომხმარებელს ეკრძალება უხამსი ან ამორალური მიზნებით საიტის გამოყენება;
• მომხმარებელს ეკრძალება საერთაშორისო, ეროვნული თუ ადგილობრივი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა დარღვევა;
 
5.2  მხარეთა ვალდებულებები:
• საიტის მომხმარებელი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს თავისი მომხმარებლის სახელი ან/და პაროლი. მომხარებელს არ აქვს უფლება სხვას გადასცეს თავისი მომხმარებლის სახელი ან/და პაროლი; წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს.
• მომხამრებელი ვალდებულია არ გამოიყენოს სხვა მომხმარებლის პირადი მონაცემები და გვერდი (გარდა ამ ხელშეკრულებაში მითითებული შემთხვევებისა, რომლებიც უკავშირდება მომხმარებლის, როგორც კანონისმიერი წარმომადგენლის უფლებების გამოყენებას);
• მომხმარებელი ვალდებულია  აღნიშნული მომსახურება გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანიშნულებით. ნებისმიერი სხვა დანიშნულებით ვებ გვერდის გამოყენება იკრძალება.
• მომხმარებელი ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ამ ხელშეკრულებითა და მსგავსი ვებგვერდების საშუალებით მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით;
• კომპანიას არ ეკისრება პასუხიმგებლობა და ვალდებულება რაიმე სახის გარანტიის ან პირობის მიცემაზე ამ ვებგვერდთან დაკავშირებით; მათ შორის შეუსაბამობაზე ვებგვერდსა და მომხმარებლის ფაილებს ან მომხმარებლის მიერ ინტერნეტში გამოყენებულ სანავიგაციო პროგრამას (ბროწსერ) ან საიტზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას კომპანიისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო.
• მომხმარებელი ვალდებულია ვებგვერდი არ გამოიყენოს კომერციული მიზნებისათვის, შესაბამისად,  თუ მომხმარებელი გამოაქვეყნებს  ინფორმაციას, რომელიც შეიცავს კომერციულ რეკლამებს, ბმულებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებს/განცხადებებს, რომლებიც არ ემსახურება ვებგვერდით სარგებლობას, ან საფრთხეს უქმნის კომპანიას, კომპანიას უფლება აქვს გააუქმოს „მომხმარებლის“ პირადი გვერდი საიტზე ან/და მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება, წინასწარი შეტყობინების გარეშე.
• კომპანია იღებს ყველა გონივრულ ზომას ვებ-გვერდის კომპიუტერული ვირუსებისგან გასაწმენდად, თუმცა ვერ იძლევა გარანტიას რომ საიტზე არცერთ მოცემულ მომენტში არ იქნება კომპიუტერული ვირუს(ებ)ი.
 
6. ვებგვერდის გამოყენება და მომსახურება:
6.1 კომპანია პასუხს არ აგებს თუ მომხმარებელს ელ-ფოსტაზე არ მისდის შეტყობინება, კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. როგორიცაა:  საფოსტო სერვერის გაუმართაობა, საფოსტო ყუთისათვის გამოყოფილი ლიმიტის გადაჭარბება ან რაიმე სხვა მიზეზი.
6.2 კომპანია პასუხს არ აგებს თუ მომხმარებელი არ გაეცნობა კომპანიის მიერ მის ელ.ფოსტაზე გაგზავნილ შეტყობინებებს.
6.3 კომპანიის მომსახურების სრულყოფილად მიღება შესაძლებელია მომხმარებლის რეგისტრაციისა და  მომსახურების შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ.
6.4 „ვებგვერდით სარგებლობის წესები“ ძალაშია მანამ, სანამ მომხმარებელი სარგებლობს ვებგვერდით ან  არის დარეგისტრირებული;
6.5 შესაძლო ხარვეზები:
• ვებგვერდზე შესვლის შეფერხება შეიძლება გამოწვეულ იქნეს: აღჭურვილობის გაუმართაობით, მათ შორის და არა მხოლოდ, კომპიუტერების, სერვერების, ქსელების, ტელეკომუნიკაციის ხაზების და კავშირგაბმულობის, სხვა ელექტრონული და მექანიკური აღჭურვილობის გაუმართაობით; პროგრამების გაუმართაობით; სისტემის გადატვირთულობით; ელექტროდენის ან სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების მთლიანი ან ნაწილობრივი შეფერხებით; ზიანით, რომელიც გამოწვეულია სტიქიური მოვლენებით, უამინდობით, უბედური შემთხვევით, ომით, აჯანყებით, არეულობით, ტერორისტული აქტით, სამოქალაქო მღელვარებით, მთლიანი თუ ნაწილობრივი გაფიცვით ან შრომითი პროცესის სხვა შეფერხებით; მთავრობის ან კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვებით, სასამართლო გადაწყვეტილებებით ან ადამიანის სხვაგვარი ჩარევით; ან ნებისმიერი სხვა მიზეზით, რომელიც არ არის კომპანიის მიერ კონტროლირებადი.
• მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ან თუ ვებგვერდი არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, არსებობს დიდი ალბათობა , რომ მომხამრებელმა ვერ შეძლოს მომსახურების მიღება და გადახდა დასრულდეს წარმუმატებლად. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით მომხმარებელი ვალდებულია თავი შეიკავოს ვებგვერდის გამოყენებისაგან/მომსახურების მიღებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად მომხმარებელი მაინც აგრძელებს ვებგვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკზე პასუხიმგებელი თავად მომხმარებელია.
6.6 სხვა საიტებთან დამაკავშირებელი ბმულები:
• კომპანიის ვებგვერდზე შესაძლებელია არსებობდეს ბმულები, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა დაუკავშირდეს სხვა ვებგვერდებს. მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ აღნიშნული კომპანიის მხრიდან არანაირად არ გულისხმობს: სხვა ვებგვერდებზე შესვლის რეკომენდაციას; სხვა ვებგვერდების ან მათი მეშვეობით შემოთავაზებულ პროდუქტების, მომსახურებების, მოსაზრებების, იდეების ან ინფორმაციის ნამდვილობის, ხარისხის ან სანდოობის დადასტურებას. ასევე, კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ ეს საიტი ან მისი შემცველობა თავისუფალია ისეთი პრეტენზიებისგან, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს საავტორო უფლებას, სავაჭრო ნიშანს ან მესამე პირების უფლებების სხვა დარღვევებს. კომპანია ასევე არ იძლევა გარანტიას, რომ ასეთი საიტი ან მისი შემცველობა თავისუფალია ვირუსებისგან ან სხვა სახის დამაზიანებელი ფაქტორებისგან. მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სხვა ვებგვერდებს შეიძლება ჰქონდეთ კომპანიის ვებგვერდისგან განსხვავებული უსაფრთხოების პოლიტიკა ან უსაფრთხოების სხვა პრაქტიკა, რის გამოც აუცილებელია მომხმარებელი გაეცნოს ამ სხვა საიტების პოლიტიკას მანამ, სანამ მომხმარებელი გაცლის თავის პირად ინფორმაციას.
• ვებ-გვერდზე განთავსებულმა ბმულებმა შეიძლება მომხმარებელი გადაამისამართოს სხვა ვებ-გვერდზე. აღნიშნული ვებ-გვერდები არ კონტროლდება კომპანიის მიერ და კომპანიას არ ეკისრება პასუხიმგებლობა მათ შინაარსზე.
6.7 “საიტი” შეიძლება შეიცავდეს მითითებას მესამე პირების საკუთრებაში არსებულ და მათ მიერ მართულ საიტებზე. ასეთი ბმულები მოცემულია მხოლოდ მოხერხებულობისთვის/კომერციული მიზნით. „კომპანია” არ აკონტროლებს და არ აგებს პასუხს ასეთი საიტების შინაარსზე, მათთან მიმართებაში მოქმედ კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პოლიტიკაზე. „კომპანია” იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას თუ ასეთი საიტები:
• არღვევს რომელიმე მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს;
• არის არაზუსტი, არასრული და შეყავს მომხმარებელი შეცდომაში;
• არ არის ვარგისი და არ შეესაბამება კონკრეტულ მიზანს;
• არ უზრუნველყოფს საკმარის უსაფრთხოებას;
• შეიცავს ვირუსებს ან სხვა მავნე ელემენტებს; 
• ცილისმწამებლური ან შეურაცხმყოფელი ხასიათისაა.
6.8 ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია ხარვეზი შეატყობინოს კომპანიას, საიტზე მითითებული საკონტაქტო წყაროს მეშვეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელს ეკისრება პასუხისმგებლობა და ნებისმიერი მისი აქტივობა ჩაითვალება ბათილად ნებისმიერი ფორმით, რომელსაც კომპანია ჩათვლის მიზანშეწონილად.
 
7. პირადი ინფორმაცია და კონფიდენციალურობა:
7.1 მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეკუთვნის ან ფლობს ყველა საჭირო უფლებას, ნებართვას საიმისოდ, რომ გამოიყენოს და ნება დართოს კომპანიას, რათა მან გამოიყენოს ნებისმიერი მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია, ამ ხელშეკრულებისა და ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის წესების შესაბამისად;
7.2 თუ მომხმარებლის მიერ მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები იცვლება, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომპანიას ამის შესახებ და მიაწოდოს ახალი ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიერ მითითებული ძველი საკონტაქტო მონაცემების მიხედვით გაგზავნილი ინფორმაცია მიღებულად ჩაითვლება.
7.3 მომხმარებელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას თავისი პირადი ანგარიშის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა, არ გაამჟღავნოს ისინი ნებისმიერ მესამე პირზე, რათა დაცული იყოს მომხმარებლის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაცია;
7.4 პირადი მონაცემების გავრცელების შესახებ ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია სასწრაფოდ შეცვალოს ისინი.
7.5 კომპანიის მომსახურებაზე წვდომით და დარეგისტრირებით, მომხმარებელი ეთანხმება, რომ:
• მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებული იქნეს მომსახურების გაუმჯობესებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის. მომხმარებელი ეთანხმება კვლევისა და მარკეტინგული მიზნებისათვის მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გამოყენებას კომპანიის მიერ.• მომხმარებლისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნით, მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, მიიღოს რეგისტრაციისას მის მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე სმს შეტყობინებები, კერძოდ: რეგისტრაციის დასრულების, პაკეტის ვადის ამოწურვის, ტესტის გავლის დღეების, შეხსენებების და ვებგვერდთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის შესახებ.
• კომპანიას აქვს უფლება მესამე მხარეებთან ურთიერთობაში გამოიყენოს მომხმარებელთა ანონიმური ინფორმაცია მომსახურების გაუმჯობესების და/ან მომხმარებლისთვის სხვა შესაბამისი პროდუქტებისა თუ მომსახურებების მოწოდების მიზნით. მომხმარებელი ეთანხმება ამ ინფორმაციის მესამე პირებთან გამოყენებას კომპანიის მიერ.
• კომპანიამ შესაძლოა ცვლილებები შეიტანოს კონფიდენციალურობის ნორმებში ინფორმაციის შეგროვებისა და მისი მოხმარების საკითხებთან დაკავშირებით. 
• კომპანია უფლება აქვს დაამუშავოს ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა: ინდივიდუალური მომხმარებლების მიერ საიტის გამოყენების სტატისტიკა, ვიზიტის დრო, კონკრეტულ გვერდზე გატარებული დრო, IP მისამართი, ინტერნეტ–პროვაიდერი და სხვა. საიტი იყენებს ე.წ. ქუქის (cookies). კომპანიის საიტის მოხმარებით მომხმარებელი ეთანხმება ქუქის გამოყენებას კონფიდენციალურობის ამ ნორმების შესაბამისად. ქუქის იყენებს ბევრი საიტი მომხმარებლის შესახებ ყოველი შესვლისას ინფორმაციის მოპოვების მიზნით. კომპანიის საიტის ზოგიერთი ნაწილი ქუქის იყენებს ამ ნაწილის ფუნქციონირებისა და მოხმარების გაადვილების მიზნით. კომპანიის ზოგიერთი პარტნიორი/სარეკლამო კომპანია ასევე შესაძლოა იყენებდეს ქუქის.
7.6 თუ მომხმარებელი მიიღებს გადაწყვეტილებას გახადოს თავისი პირადი მონაცემები ან სხვა ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომი პირთა შეუზღუდავი წრისთვის, ამასთან დაკავშირებული რისკი მთლიანად დაეკისრება მომხმარებელს.
7.7 კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციითა და სარგებლობით მომხმარებელი  ადასტურებს, რომ მის მიერ რეგისტრაციის დროს წარდგენილი ინფორმაცია არის უტყუარი და ზუსტი, შემდგომში მოწოდებული ინფორმაციაც ასევე იქნება უტყუარი; (ინფორმაციის უტყუერობაზე „მომხმარებელი“, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავად აგებს პასუხს)
7.8 მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (მომხმარებლის საკრედიტო ბარათის შესახებ ინფორმაციის გარდა) შესაძლოა იყოს გადაცემული დაუშიფრავად და უკავშირდებოდეს ა) სხვადასხვა ქსელებში ინფორმაციის გადაცემას ბ) ქსელებისა და მოწყობილობების დაკავშირების ტექნიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით ცვლილებების განხორციელებას. საკრედიტო ბარათის შესახებ ინფორმაცია ყოველთვის დაშიფრულია დამუშავებისა და გადაცემის პროცესში.
7.9 მომხმარებელი თანხმობას აცხადებს იმაზე, რომ კომპანიას უფლება აქვს მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაცია გაუმჟღავნოს და გადასცეს: 1. კომპანიასთან აფილირებულ ნებისმიერ პირს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს 2. ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას 3. შესაბამის პირს ან ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის უფლების ან ვალდებულების არსებობისას. მომხმარებლის მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა მომხმარებლის მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად.
 
8. მომსახურების ფასები და ფასების ცვლილება
8.1 კომპანიის შემოთავაზებები თავმოყრილია ოთხ პაკეტში, რომელთა შორისაც დიფერენციაციას განაპირობებს მომსახურების განსხვავებული  პირობები და შესაბამისად, ფასები. 
8.2 მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის ღირებულების  გადახდა ხორციელდება შეთანხმებისამებრ, - ყოველთვიურად, სამ თვეში ერთხელ, ექვს თვეში ერთხელ ან ათ თვეში ერთხელ ერთხელ. მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით;
8.3 გადახდის შესრულებისას, მომხმარებელი ადასტურებთ თანხმობას, რომ იხდის კონკრეტული  მომსახურების საფასურს. როგორც კი დააფიქსირებს გადახდას და აირჩევს სასურველი გადახდის ფორმას, საბანკო ბარათზე ან ვირტუალურ ბალანსზე დაიბლოკება შესაბამისი ოდენობის თანხა. თუკი რაიმე ხარვეზის გამო (მაგალითად ტექნიკური ხარვეზი ოპერატორის მხრიდან), დროულად არ მოხდება სერვისის მიწოდება, კომპანიის სისტემა მიმართავს პროვაიდერს ან პარტნიორ ბანკს (ვისი საშუალებითაც განხორციელდა გადახდა) და აგზავნის მოთხოვნას მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე თანხის განბლოკვის/დაბრუნების თაობაზე. კომპანია ვერ იქნება პასუხიმგებელი თანხის უკან დაბრუნების პროცესის სისწრაფეზე. კომპანია იღებს ვალდებულებას არსებული შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ჩაერთოს პროცესის დაჩაქრებაში. თანხები, რომლებიც ჩაირიცხა მომხმარებლის მითითებით და მოთხოვნით მომხმარებლის მიერ არჩეულ სერვისზე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ სერვისის მომწოდებელი უარს ეუბნება კომპანიას წარმატებით შესრულებული გადახდის გაუქმებაზე.
8.4 კომპანიის საიტსა და მობილურ აპლიკაციაზე მოცემული პროდუქტების ფასები შესაძლოა შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე. 
8.5 კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს ან შევწყვიტოს საიტზე ან მის ნაწილზე წვდომა წინასწარი შეტყობინების გარეშე.
8.6 კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის ან მესამე პირის წინაშე მომსახურების ან მისი ფასის ცვლილებაზე, შეჩერებაზე ან შეწყვეტაზე.
 
9. რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება:
9.1 რეგისტრაციის პროცესში მომხმარებელი კომპანიისაგან მიიღებს ანგარიშს. მომხმარებელი პასუხისმგებელია როგორც ანგარიშის, ასევე პაროლის კონფიდენციალურობაზე, შესაბამისად, ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ანგარიშისა თუ პაროლის ირგვლივ შეიძლება წარმოიქმნას, მომხმარებლის პასუხისმგებლობის ქვეშაა;
9.2 მომხმარებელი პასუხისმგებელია თავისი ანგარიშის პაროლის, ანგარიშთან დაკავშირებული იდენტიფიკატორების და ანგარიშით განხორციელებული ყველა აქტივობის კონფიდენციალურობის დაცვაზე.
9.3 საიტის ერთიანი ანგარიშის რეგისტრაციით მომხმარებელი აცხადებს და იძლევით გარანტიას, რომ სარეგისტრაციო ფორმით გაგზავნილი ინფორმაცია არის უტყუარი, ზუსტი, უახლესი და სრული და მომხმარებელი იზრუნებს ამ ინფორმაციის დროდადრო განახლებაზე მათი უტყუარობის, სიზუსტის, სიახლის და სისრულის უზრუნველსაყოფად.
9.4 დამატებით, მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ სერვისებით სარგებლობით ან ასეთი სარგებლობის შედეგად არ დაირღვევა შიდა ეროვნული კანონმდებლობის ან/და საერთაშორისო სამართლის ნორმები.
9.5 მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები, საკონტაქტო ნომერი, ელექტონული ფოსტის მისამართი, სქესი, მდებარეობა და დაბადების წელი როგორც თავისი, ასევე თავისი შვილის/შვილების, მეურვეობის ქვეშ მყოფი პირის თუ სხვა პირთა მონაცემები.
9.6 მომხმარებლის მიერ „საიტზე” შესვლა და მისი გამოყენება ექვემდებარება ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ გამოყენების პირობებს და საქართველოში მოქმედ ყველა კანონსა და რეგულაციას. ამ „საიტზე” შესვლითა და მისი გამოყენებით, მომხმარებელი უპირობოდ და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე თანხმდება გამოყენების პირობებს. 
 
10. ხელშეკრულების გაუქმება:
10.1 ზემოაღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს დამრღვევის მიმართ გამოიყენოს ნებისმიერი სახის დამსჯელი ღონისძიება, რომელიც განსაზღვრულია ამ ხელშეკრულებით ან/და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით;
10.2 „ვებგვერდით სარგებლობის წესების“ დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს შესაძლებელია კომპანიის მიერ გაუუქმდეს „მომხმარებლის“ პროფილი (ექაუნთი).
10.3 ამ ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი მომსახურების შეწყვეტის წინაპირობები არ არის ამომწურავი და მომხმარებელს კომპანიამ მომსახურება შესაძლოა შეუწყვიტოს კანონმდებლობის სხვა ნორმების ან/და ამ ხელშეკრულების სხვა პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაშიც.
10.4 კომპანია იტოვებს უფლებას შეგიწყვიტოს საიტზე ან სხვა დაკავშირებულ საიტზე წვდომა ზემოაღნიშნული ნებისმიერი აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში.
 
რას ამბობენ ჩვენზე