მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
მშობლები ბავშვის აღზრდისას ხშირად აწყდებიან პრობლემას და არ იციან როგორ მოიქცნენ. იმისთვის, რომ ბავშვს მომავალში სხვადასხვა გამოწვევასთან გამკლავება არ გაუჭირდეს და საკუთარი თავის დაცვა შეძლოს, აუცილებელია მშობელმა ასწავლოს შემდეგი შვიდი რამ:
ასწავლეთ სიტყვა ,,არა’’
პრობლემა: შეიძლება კლასელმა სთხოვოს დავალების გადაწერა, იმ შემთხვევაში თუ თქვენი შვილი დათანხმდება მასწავლებელთან მივა ორი ერთნაირად დაწერილი ტესტი, რის გამოც ორივე მათგანის ნაშრომი დაბალ შეფასებას მიიღებს.
პრობლემის გადაჭრის გზა: აუხსენით ბავშვებს, რომ როდესაც ცდილობენ მისი ცოდნის გამოყენებას ამით თვითონაც ზარალდება და სხვაც. ასწავლეთ შვილს "არას" თქმა და ასეთ სიტუაციებში ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორიცაა "ჯერ არ დამიმთავრებია, ნუ მაცდენ" და ა.შ. ასეთი ქცევა თქვენს შვილს თავდაჯერებულობას აუმაღლებს.
უთხარით ბავშვებს , რომ ნიშნები არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი
პრობლემა: როდესაც ბავშვი ცუდ ნიშანს იღებს ისტრესება, ტირის და ვერ ეუბნება მშობლებს, რადგან ეშინია არ დაისაჯოს.
პრობლემის გადაჭრის გზა: უთხარით ბავშვს, რომ დაბალი ნიშანი სამყაროს აღსასრულს არ ნიშნავს, შვილს ამის გამო არ უნდა უყვიროთ ან დასაჯოთ. აჩვენეთ მას, რომ თქვენი სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას. უთხარით მას: "ალბათ, ეს იმიტომ მოხდა, რომ უფრო კარგად ისწავლო. შემდეგში უფრო კარგად გამოგივა". აქედან გამომდინარე, თქვენს შვილს მომავალში სირთულეების აღარ შეეშინდება.
ასწავლეთ სხვისი დახმარება
სიტუაცია: თქვენი შვილი გიყვებათ, რომ სკოლაში ვინმეს ჩაგრავენ და მას დახმარება სურს, მაგრამ არ იცის, როგორ მოიქცეს.
პრობლემის გადაჭრის გზა: კარგი იქნება, თუ ბავშვს პატარაობიდანვე ვასწავლით, სხვების დახმარებას. უმჯობესია, თუ მაგალითს მისცემთ, ბავშვმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა მის პატარა დაზე ან ძმაზე, ბიძაშვილზე ან თუნდაც შინაურ ცხოველზე.
ასწავლეთ საქმის სიყვარული
სიტუაცია: სკოლის გაკვეთილების, დავალებების შესრულების და სხვადასხვა აქტივობის შემდეგ ბავშვი იღლება და სჭირდება განტვირთვა.
პრობლემის გადაჭრის გზა: მშობლებს სურთ, თავიანთი შვილი ბედნიერი იყოს და ბევრ წარმატებას მიაღწიოს, ამიტომაც რაც შეიძლება მეტად ტვირთავენ მას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ადამიანს ნამდვილ წარმატებას და ბედნიერებას იმის გაკეთება მოუტანს, რაც მართლა უყვარს. დართეთ ნება საკუთარ შვილებს დღის განმავლობაში დაკავდნენ მათთვის სასურველი საქმიანობით.
ასწავლეთ ჯანსაღი ცხოვრების სიყვარული
პრობლემა: თუ თქვენი ბავშვი მორცხვია და მეგობრებთან ყოფნას სახლში ურჩევნია.
პრობლემის გადაჭრის გზა: შესთავაზეთ მას რომელიმე სპორტის სახეობა. სპორტულ გუნდს, რომელსაც საერთო ინტერესები აქვს კარგი გავლენა ექნება თქვენი შვილის ხასიათზე. სპორტი ბავშვში თავდაჯერებულობის გრძნობას აჩენს. თუმცა, მშობლებს არ უნდა დაავიწყდეთ შვილის ინტერესების გათვალისწინებაც და მისცენ მას საშუალება, თავად აირჩიოს, რომელი სპორტი ურჩევნია. თუ მას რაგბი მოსწონს, ნუ შეიყვანთ ფეხბურთზე!
ასწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული
პრობლემა: თუ ბავშვი გეუბნებათ- ,, ქეთის უფრო ლამაზი თმა და თვალები აქვს მე კი უშნო ვარ’’ ადრე თუ გვიან, ყველა ბავშვი იწყებს საკუთარი თავის სხვებთან შედარებას, რაც შეიძლება პრობლემა გახდეს მომავალში.
პრობლემის გადაჭრის გზაა: ხშირად უთხარით თქვენ შვილს, რომ ლამაზია და ძალიან გიყვართ.
ასწავლეთ რთულ სიტუაციებთან გამკლავება
სიტუაცია: თქვენი შვილის კლასელები სხვებს აბულინგებენ და დასცინიან. შედეგად კი თქვენს შვილს სკოლაში წასვლა აღარ უნდა, რადგან ემოციურ ტკივილს იღებს.
პრობლემის გადაჭრის გზა: კარგი იქნება თუ მშობელი არ ჩაერევა. აუხსენით შვილს, რომ სინამდვილეში პრობლემა მჩაგვრელს აქვს, რადგან სხვების დაცინვით სურს, თავად გამოჩნდეს "მაგარი". თუ ჩაგრულების თვალებში მობულინგე შიშს ვერ დაინახავს, სხვა ბავშვებიც აღარ დასცინებენ, რადგან ნახავენ, რომ მჩაგვრელი არანაირ რეაქციას არ იწვევს სხვებში.
იმედი გვაქვს სტატიაში მოცემული 7 რჩევა მშობლებს დაეხმარება, რომ ბავშვები უფრო მეტად ბედნიერები და თავდაჯერებული გახადონ.
შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერი
,,ბავშვებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა’’
გაიარეთ სავარჯიშო ტესტი ყოველ ხუთშაბათს და მოემზადეთ თვის შემაჯამებელი ტესტისთვის.
რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: www.izrune.ge/geo/10
izrune.ge გისურვებთ წარმატებებს!