izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საინტერესო ამბები
24 სექტემბერი, 2018
ელისო შანთაძე-,, izrune.ge ჩემი და ჩემი ოჯახის მეგობარი საიტია, რომელმაც საჩუქრით სასწავლო წლის დასაწყისშივე გამახარა’’

 ,,წარმატების რუბრიკის ‘’ ფარგლებში izrune.ge-ს საჩუქრები საქართველოს სკოლებში მოგზაურობას კვლავ განაგრძობს. ამჯერად  წამახალისებელი პრიზი  ქვემო მახოს საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლემ მიიღო. ელისო  შანთაძემ,  ყოველკვირეული ტესტების გაკეთებით საკუთარი ცოდნა  გამოავლინა და სამი ოქროს დიპლომის მოპოვებით  izrune.ge-ს  საჩუქარი  დაიმსახურა. სკოლის დირექტორი, მასწავლებელი და მოსწავლე მშობელთან ერთად საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს:

ელისო შანთაძე  მოსწავლე : 

,, izrune.ge  ჩემი და ჩემი ოჯახის მეგობარია . ძალიან მომწონს ყოველ კვირას ახალ ტესტებზე მუშაობა, სკოლაში გავლილი თემები მეხმარება სწორი პასუხების გაცემაში და როცა არ მაქვს რომელიმე კითხვაზე პასუხი ვეძებ დამატებით მასალას .  izrune.ge  ჩემი მეგობარი საიტია, რომელმაც სიურპრიზით სასწავლო წლის დასაწყისშივე გამახარა. აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი მეგობრობა და იმედი მაქვს  ჩემი ოქროს დიპლომების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.’’


ქიშვარდ გორგოშაძე სკოლის დირექტორი :

,, დიდი მადლობა izrune.ge-ს საინტერესო პროგრამისთვის. ბავშვები პასუხობენ იმ კითხვებს, რომლებსაც  მთელი კვირის განმავლობაში სკოლაში სწავლობენ. ეს ძალიან კარგი საშუალებაა ბავშვმა საკუთარი ცოდნა შეამოწმოს. მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებლობას. მსგავსი წამახალისებელი საჩუქრები კი  ზრდის მათ მოტივაციას,რაც ბავშვებს  წარმატებისკენ სწრაფვას უვითარებს. მე ორი შვილი მყავს და მშობლის პოზიციიდანაც მიმაჩნია, რომ  izrune.ge  ბავშის ცოდნის ამაღლებაში დიდ როლს თამაშობს.’’


სალომე ლორთქიფანიძე მასწავლებელი :

,,   როცა ეტალონთან დავმეგობრდი  ჩემ კლასთან ერთად მალევე ჩავერთე izrune.ge-ს პროგრამაში.  ამის შემდეგ აქტიურად დავიწყე ბავშვებთან მუშაობა, რათა  ჩამერთო ამ შესანიშნავ პროექტში. ერთ -ერთი პირველი  ელისო შანთაძე  დავარეგისტრირე. ელისო ყოველი ხუთშაბათის მოსვლას ინტერესით ელის და ტესტირების შემდეგ დატვირთული ემოციებით ბრუნდება  სკოლაში.  აღნიშნული პროექტი  მოსწავლეს ეხმარება დამოუკიდებლად მუშაობისა და  კვლევა-ძიების  მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში. ამავე დროს izrune.ge ძალიან კარგი საშუალებაა მშობლები აქტიურად მონაწილეობდნენ   შვილების სწავლა - განათლების პროცესში. აღნიშნული პროექტით ძალიან კმაყოფილი ვარ.’’


გიული გაბიტაძე მშობელი: 

,, მივესალმები izrune.ge-ს გუნდს და უღრმესი მადლობა მის დამფუძნებელს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს. მინდა გითხრათ, რომ ჩემი შვილი ელისო შანთაძე გასული სასწავლო წლის აპრილში დარეგისტრირდა.  უკვე შევძელით 3 ოქროს დიპლომის აღება. ახალი სასწავლო წელი ჩვენთვის  სიურპრიზებით დაიწყო.  ბავშვმა  izrune.ge-სგან ფოსტით მიიღო საჩუქარი. ელისო ძალიან გაახარა ,, მეგობარი პროექტის’’  ყურადღებამ. ჩემი შვილი მოუთმენლად ელის ყოველ ხუთშაბათს და ჯერ არც ერთი  ტესტი  არ გამორჩენია. ძალიან მოსწონს ტესტები,  რომელიც მისი ასაკის შესაბამისად არის შედგენილი. ბავშვთან  ერთად მეც აქტიურად ვარ ჩართული ამ პროექტში. შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს ვურჩევ დროულად გახდნენ ამ პროექტის მეგობრები.''



 

გაიარეთ სავარჯიშო ტესტი ყოველ ხუთშაბათს და მოემზადეთ თვის შემაჯამებელი ტესტისთვის.

 რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე:http://www.izrune.ge/geo/10




რას ამბობენ ჩვენზე
Loading...