izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო
სიახლეები
საინტერესო ამბები
26 სექტემბერი, 2018
გაიცანით izrune.ge-ს ოჯახის წევრები, რომლებსაც ყველაზე ბევრი ოქროს დიპლომი აქვთ
  „წარმატების რუბრიკის“ ფარგლებში www.izrune.ge იმ  ბავშვებს გაგაცნობთ, რომლებსაც ყველაზე მეტი ოქროს დიპლომი აქვთ მოპოვებული. ცოტნე კაცია ერთ-ერთია ყველაზე აქტიური მოსწავლეებიდან,რომელმაც 7 ოქროს დიპლომის მოპოვება შეძლო. ცოტნე ამჟამად ქ. სენაკის N7 საჯარო სკოლის  მეექვსე კლასის მოსწავლეა. ყველაზე წარმატებული ბავშვები მშობლებთან ერთად  საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ: 

ცოტნე კაცია შვიდი ოქროს დიპლომის მფლობელი:

 

„გასული წლის ნოემბრის თვიდან ჩართული ვარ ამ პროექტში და დიდი მონდომებითა და ინტერესით ვასრულებ სავარჯიშო ტესტებს. ყოველი თვის ბოლო კვირას სულმოუთმენლად ველოდები შემაჯამებელ ტესტს. ვარ შვიდი ოქროს დიპლომის მფლობელი და როგორც აქტიური მონაწილე მიწვეული ვიყავი თბილისში იზრუნე.გე-ს პრეზენტაციაზე. ახალ სასწავლო წლის დასაწყისში მივიღე „www.izrune.ge-გან სასიამოვნო და სახალისო საჩუქრები რისთვისაც მადლობას ვუხდი პროექტის ავტორს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს. ჩემს თანატოლებს ვურჩევ დარეგისტრირდნენ ამ სახალისო საიტზე და დაეუფლონ სათანადო ცოდნას. ჩემი ოქროს დიპლომების მოპოვება ჩემი დედიკოს დამსახურებაა. ის მუდამ ჩემს გვერდითაა და რასაც ვერ გავიგებ მიხსნის.   ყველა დედას ვურჩევ დარეგისტრირდნენ შვილებთან ერთად. წარმატებებს ვუსურვებ როგორც საკუთარ თავს, ასევე თანატოლებს.’’

ელზა ხუბუა მშობელი :

„ჩემი შვილი ყოველთვის  დიდი მონდომებითა და აქტიურობით აკეთებს სავარჯიშო ტეტსებს,უკვე შვიდი ოქროს დიპლომი აქვს,რაც ძალიან მაბედნიერებს და მახარებს,სკოლაში წამახალისებელი საჩუქარიც მოუვიდა, რისთვისად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო www.izrune.ge-ს გუნდს და ვუსურვო წარმატებები.“

სენაკის N7 საჯარო სკოლის დირექტორი  ბიძინა ტაბაღუა:

„ეტალონთან მუშაობის ძალიან დიდი ხნის მუშაობის გამოცდილება აქვს ჩემს სკოლას, ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ და მინდა გითხრათ , რომ ახალი პროექტი www.izrune.ge არის  სწორად გათვლილი პროგრამა  მშობლებზე, მოსწავლეებსა და სკოლაზე. ყველა მშობელს მოვუწოდებ დაარეგისტრირონ ბავშვები ამ პორტალზე და ბავშვების ნაყოფიერ განათლების მიღებაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.’’

ანა სალუქვაძე 5 ოქროს დიპლომის მფლობელი: 


ძალიან მიხარია უკვე ხუთი ოქროს დიპლომი  მაქვს. მომწონს www.izrune.ge-ს ტესტები და სხვა ბავშვებსაც ვურჩევ რომ კარგად ისწავლონ და მიიღონ მაღალი ქულები.“


ინგა ტუღუში მშობელი:
 

„დიდი მადლობა www.izrune.ge-ს იმისთვის, რომ ზრუნავს ჩვენი შვილების უკეთესი განათლებისთვის. ბავშვი ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად ელის და ძალიან მოსწონს ტესტების გაკეთება. ბედნიერი ვარ, რომ უკვე ხუთი ოქროს დიპლომის მოპოვება შეძლო. იმედი მაქვს ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.“

თამარ ნაკანი ექვსი  ოქროს დიპლომის მფლობელი: 



„6 ოქროს დიპლომი მაქვს და ძალიან მიხარია , ჩემი და-ძმაც არიან დარეგისტრირებული პორტალზე და სიხარულით ველოდებიხოლმე ხუთშაბათს.  ჩემს თანატოლებს ვეტყვი, რომ კარგად ისწავლონ და აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა www.izrune.ge-ს პროგრამაში.“


გიორგი ნაკანი მშობელი :

„სამი შვილი მყავს დარეგისტრირებული www.izrune.ge-ს ვებ-გვერდზე, ორი უკვე ექვსი ოქროს დიპლომის მფლობელია, რაც ძალიან მახარებს. სამივეს ძალიან მოსწონს ტესტები, ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად ელიან  და კონკურენციაც კი აქვთ ერთმანეთში ვინ უფრო მაღალ ქულას მიიღებს. შთაბეჭდილებებს ოჯახსაც გვიზიარებენ და თუ რამეს ვერ იგებენ მშობლებს  გვეკითხებიან. ოჯახიდან ყველა ჩართული ვართ ამ პროცესში ,რაც ბავშვების განათლებაზე დადებითად აისახება. მადლობა www.izrune.ge-ს, რომ ასეთი საინტერესო პროგრამა შექმნა.’’



ელზა ნავერიანი მშობელი:
 
,,იანვარში დავრეგისტრირდით www.izrune.ge-ს ვებ-გვერდზე. ბავშვი ყოველთვის ხალისით აკეთებს ტესტებს, არ გამოუტოვებია არც ერთი ხუთშაბათი დღე.სკოლაში წამახალისებელი საჩუქარიც მოუვიდა და უფრო დიდი სტიმული მიეცა. უღრმეს მადლობას ვუხდი იზრუნე.გე-ს ბავშვების განათლებაზე ზრუნვისთვის და მათი გახარებისთვის.’’

 

გაიარეთ სავარჯიშო ტესტი ყოველ ხუთშაბათს და მოემზადეთ თვის შემაჯამებელი ტესტისთვის.


რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე:  http://www.izrune.ge/geo/10


რას ამბობენ ჩვენზე