უკვე ერთი წელია, რაც მარინა
www.izrune.ge-ს დაუმეგობრდა. საკუთარ გამოცდილებასა და საგანმანათლებლო ვებ-გვერდთან მეგობრობის შესახებ საკუთარ შეხედულებებს, არა მარტო მარინა, არამედ მისი მშობელი და კლასის დამრიგებელიც გვიზიარებენ:
მარინა ელიაშვილი. მოსწავლე:
„ერთი წელია, რაც პროექტში ჩავერთე. ძალიან მომწონს ტესტები. სულ ხალისით და სიხარულით ვაკეთებ. მინდა, რომ ყოველ ჯერზე უფრო უკეთესი შედეგი მივიღო. ჩემს მეგობრებსაც ვურჩევ, რომ დარეგისტრირდნენ,
www.izrune.ge-ზე საჭირო გამოცდილებასა და ცოდნას მიიღებენ“.
ზაზა ელიაშვილი, მშობელი :
„ბავშვი ძალიან მოტივირებულია. ყოველთვის იცის რომელ დღეს რა ტესტი უნდა გაიაროს
www.izrune.ge-ზე. ჩემი შვილი ყოველთვის მოუთმენლად ელის საკუთარი ცოდნის შემოწმებას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მეც აქტიურად ვარ ჩართული მის საგანმანათლებლო პროცესში. დიპლომებს, რომელსაც დამსახურებულად იღებს, ვუბეჭდავ და ლამინირებას ვუკეთებ. ბავშვს ყველა დიპლომი ოთახში აქვს გამოკრული. ძალიან უხარია და ეამაყება ეს ყველაფერი“.
ეკა წიკლაური, პედაგოგი :
„მარინა ძალიან ყოჩაღი და აქტიური მოსწავლეა, მე კმაყოფილი ვარ მისი შედეგებით.
www.izrune.ge-ს ტესტებს სკოლაშიც განიხილავს, მსჯელობს და აცნობს თანაკლასელებს, ყოველთვის ცდილობს, ამხანაგებიც დააინტერესოს და ჩართოს ამ პროცესში. ბავშვებს ძალიან მოსწონთ
www.izrune.ge. ჩემი მოსწავლეები მიღებულ ცოდნას ყოველთვის სიხარულითა და მონდომებით ამოწმებენ“.
შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერი „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა“!
გაიარეთ სავარჯიშო ტესტი ყოველ ხუთშაბათს და მოემზადეთ თვის შემაჯამებელი ტესტისთვის.