ვინ არის მეთორმეტე კლასის მოსწავლე, რომელმაც შემაჯამებელ ტესტში ყველაზე მაღალი ქულა მიიღო ?
მეთორმეტე კლასის მოსწავლე მარიამ ცუხიშვილმა შემაჯამებელ ტესტში თანატოლებთან შედარებით ყველაზე მაღალი ქულა მიიღო. თბილისის 106-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ვებ-გვერდს რამდენიმე თვის წინ დაუმეგობრდა. მარიამმა
www.izrune-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს საგანმანთლებლო სივრცეში პორტალს ანალოგი არ ჰყავს.
„
www.izrune.ge-ს პროგრამაში ოთხი თვის წინ ჩავერთე. ჩემი სკოლა სპეციალური ფასდაკლებით სარგებლობს და ერთ თვიან პაკეტზე სიმბოლურად ერთი ლარის გადახდა მიწევს . ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რომ სავარჯიშო და შემაჯამებელი ტესტებით ჩემი ცოდნის შემოწმების შესაძლებლობა მაქვს. “
რითია გამორჩეული თქვენთვის ეს ვებ-გვერდი?
„
www.izrune.ge უნივერსალური ვებ-გვერდია, რადგან ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ანალოგი არ არსებობს. პორტალი მოსწავლის ცოდნის შემოწმებასა და განმტკიცებაზეა ორიენტირებული.“
როგორ მოგწონთ სავარჯიშო და შემაჯამებელი ტესტები?
„ჯერ მხოლოდ შემაჯამებელი ტესტი მაქვს გავლილი , მცირე დროში ტესტების გაკეთება მეხმარება ცოდნის რეალიზებაში. ამ საიტთან აქტიურ თანამშრომლობას ვაპირებ.“
როგორ შეაფასებდით www.izrune.ge-ს პროგრამას? რამდენად შეესაბამება სასწავლო კომპეტენციებს და მოთხოვნებს?
„ვებ-გვერდი სასწავლო კომპეტენციასთან სრულ შესაბამისობაში მოდის. ორიენტირებულია განვლილი მასალის შემოწმებაზე, არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ საკითხებით, რომლებსაც სკოლაში გავდივართ. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო და საჭიროა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვისაც , რადგან ხშირად მშობლებს არ აქვთ ინფორმაცია ბავშვის ცოდნის შესახებ, თუ როგორ ახერხებენ მათი შვილები ცოდნის გამოვლენას უკვე კომპიუტერიზებულ სისტემაში. ბავშვებს ხშირად ასეთ სისტემატიზებულ პროგრამებთან ადაპტირება უჭირთ. მოგეხსენებათ, დღეს 21-ე საუკუნეში კომპიუტერი და ზოგადად ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო ამ ფორმით ცოდნის შემოწმება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია.“
რა სახის გამოცდილებას იღებთ?
„პირველ რიგში ავიმაღლე ცოდნა, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული.
www.izrune.ge-ს მეშვეობით ვისწავლე დროის მენეჯმენტი. საიტი გვაძლევს ე.წ „ დაყოფილ დროსა და საერთო დროს“ შესაბამისად, მოკლე პერიოდში მიწევს აზროვნება და უფრო მობილიზებული ვარ.“
როგორ ფიქრობთ, დაგეხმარებათ თუ არა www.izrune.ge-
ზე მიღებული გამოცდილება საატესტატო და შემდეგ ეროვნული გამოცდების ჩაბარებაში?
„
www.izrune.ge ძალიან დამეხმარება, რადგან საატესტატო გამოცდები ონლაინ რეჟიმში ტარდება და ეროვნული გამოცდებიც ნახევრად კომპიუტერიზებულ სისტემაზეა, შესაბამისად, როდესაც ვეჩვევი ეკრანთან მუშაობას ეს შიში გადალახული მაქვს.“
როგორ ემზადებით საატესტატო და ეროვნული გამოცდებისთვის?
„ამ ეტაპზე უმეტეს საგნებში ვეყრდნობი სკოლის ბაზას და ვცდილობ, რომ რეპეტიტორებთან სიარულში დრო ნაკლებად დავკარგო. აქტიურად დავდივარ სკოლაში და ვესწრები „აბიტურებს.“
მინდა აღვნიშნო, რომ კარგი პროგრამაა, კვირაში ერთხელ ყველა საგანში გამოყოფილია დამატებით ერთი საათი, ვამომწებთ ცოდნას და ვიმეორებთ განვლილ მასალას. მეორე სემესტრიდან უფრო აქტიურად დავიწყებ ინდივიდუალურ მეცადინეობას , რადგან ეროვნული გამოცდები შეიძლება გაზაფხულზე ჩამიტარდეს და მინდა მობილიზებული დავხვდე გამოცდებს.“
რა მიმართულებით აპირებთ სწავლის გაგრძელებას?
„სწავლის გაგრძელებას განათლების ან ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით ვფიქრობ. სავარაუდოდ უპირატესობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მივანიჭებ.“
როგორ შეაფასებდით სკოლაში სწავლის 12 წელს?
„სკოლა გვაძლევს ფუნდამენტურ ცოდნას, ყოველი წელი ძალიან საინტერესოდ მახსენდება, იყო მნიშვნელოვანი ღონისძიებები, კონფერენციები, შეხვედრები... სკოლიდან დავდიოდი ოლიმპიადებზე, ერთ-ერთი ეტალონია ,რომელიც ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იყო. შესარჩევ ტურში მოვხვდი სამ საუკეთესო შედეგისმქონე მოსწავლეს შორის, გავხდი სამგორის რაიონის ეტალონი მოსწავლე, შემდეგ კი ჩატარდა გრანდიოზული ფინალი, სადაც მერვე ადგილი დავიკავე. ამ ყველაფერმა დიდი გამოცდილება მომცა.“
რას ურჩევდით მათ ვინც ჯერ არ დარეგისტრირებულა www.izrune.ge-
ზე?
„ყველა მშობელს ვურჩევ აუცილებლად შევიდნენ
www.izrune.ge-ზე, გაიცნონ საიტი და სკოლასთან და მასწავლებელთან ერთად , საკუთარი სურვილის საფუძველზე დაარეგისტრირონ ბავშვები, რადგან სწავლაში ჩადებული მატერიალური რესურსი გადაიქცევა ინტელექტუალურ რესურსად. მოსწავლეები მიიღებენ საინტერესო გამოცდილებას, მიღებულ შედეგს გაუზიარებენ მშობლებს , მასწავლებსლებს, თანატოლებს და ეს კავშირი , რომელიც დამყარებულია ბავშვს ოჯახსა და სკოლას შორის უფრო გამყარდება.
www.izrune.ge-ს მიზნის შესაბამისად, ეს სამი რგოლი: ოჯახი, ბავშვი, სკოლა ერთმანეთთან მჭიდროდ და აქტიურად უნდა იყოს და კავშირებული.“