შეგიძლიათ უთხრათ , რომ როდესაც წყალი ცხელდება მისი მოლეკულები გადაადგილებას იწყებენ. ტემპერატურის მატებასთან ერთად მოლეკულებს შორის მანძილი ძალიან პატარავდება და იწყებენ „ფრენას,“ შემდეგ კი გარდაიქმენბიან ორთქლად. ამ პროცესს ,,დუღილი’’ ეწოდება.
რატომ არის თოვლი თეთრი?
თითოეული ფიფქი ცალ-ცალკე გამჭვირვალეა, მაგრამ ერთად მზის სხივების მეშვეობით თეთრ მასას ქმნიან.
რატომ არ შეიძლება ადამიანის თმა ლურჯი იყოს?
აუხსენით, რომ ადამიანის თმა შეიცავს მხოლოდ შავ, ყვითელ, წითელ ან ყავისფერ პიგმენტებს. სწორედ ეს პიგმენტები განსაზღვრავენ თმის ფერს.
რატომ არის ცა ლურჯი?
როდესაც მზის სხივები შემოდის ჩვენს ატმოსფეროში, ცაში ცისარტყელის ფერები იფანტება. ლურჯი ფერი უფრო ბევრი ჩნდება , ვიდრე სხვა დანარჩენი, რის გამოც ცას ლურჯ ფერში ვხედავთ.
როგორ წარმოიქმნება ნისლი?
ნისლი შედგება პატარა წყლის წვეთების ან ყინულის კრისტალებისგან. როდესაც ჰაერი ცივია, ხოლო მიწა თბილი , ან პირიქით ორივე შემთხვევაში, წარმოიქმნება წყლის წვეთებისა და კრისტალების სახით შეტივტივებული პროდუქტი, რომელსაც ნისლს ვუწოდებთ.
რატომ არ იწვება წყალი?
უთხარით რომ , წყლის ბუნებრივი პირობებით დაწვა შეუძლებელია.
რატომ არის ბორბალი მრგვალი?
მნიშვნელოვანია აუხსნათ ბავშვს, რომ მრგვალი ფორმა ზედაპირზე კარგად მოძრაობს.
რატომ არ ვარდება მზე?
მზე ვერ ჩამოვარდება, რადგან ძალიან დიდია და ძალიან შორს არის ჩვენგან. მიწაზე კი მხოლოდ ის ვარდება, რაც დედამიწასთან ახლოსაა.
თუ გსურთ, რომ თქვენი ბავში მეტად ინტერესიანი და მოაზროვნე პიროვნებად ჩამოყალიბდეს უპასუხეთ ნებისმიერ კითხვაზე, თუნდაც ეს თქვენ სულელურად გეჩვენებოდეთ.