05 ოქტომბერი, 2018
izrune.ge მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ
5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
იუნესკოს თანახმად, მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს.მასწავლებელთა საერთაშორისო დღის დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. როგორც დამფუძნებლებმა განმარტეს, ამ დღის დაწესება მიზნად მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს.
1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავებულ იქნა რეკომენდაცია „მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ - ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა მასწავლებელთა შრომის პირობებს.
1997 წლის 5 ოქტომბერს იუნესკოს გენერალურმა კონფერენციამ უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგთა სტატუსის შესახებაც მიიღო რეკომენდაციები.
2015 წელს, მასწავლებლის მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გაჟღერდა ამ დღის მთავარი დევიზი: „მასწავლებელთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოება. მდგრადი საზოგადოების შექმნა“.
განათლების საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, დარწმუნებულია, რომ მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მნიშვნელოვანი თარიღია და ის მთელ მსოფლიოში უნდა აღინიშნებოდეს. განათლების საერთაშორისო ფედერაცია ასევე მიიჩნევს, რომ მასწავლებელთა საერთშორისო დღის წესდებაში ჩადებული მუხლები ყველა ქვეყანაში უნდა ამოქმედდეს.
www.izrune.ge ყველა მასწავლებელს გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს!