მშობლებს შვილების მომავალზე უდიდესი პასუხისგმებლობა ეკისრებათ. ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი კეთილი, მამაცი ნიჭიერი და წარმატებული იყოს. აუცილებელია ბავშვის სწორად აღზრდა, რათა ცხოვრებას მომზადებული შეხვდეს.
გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ბავშვებს ათი წლის ასაკამდე უნდა ასწავლოთ და უთხრათ :
იყავი ზრდილობიანი!
სხვა ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა მნიშვნელოვანია. ბავშვი უნდა მიეჩვიოს თანატოლების, უმცროსებისა თუ უფროსების პატივისცემას.
ნუ შეგეშინდება შეცდომების დაშვების.
თქვენს შვილს არ უნდა ეშინოდეს შეცდომების დაშვების. მოუყევით თქვენი ან სხვისი შეცდომების შესახებ და აუხსენით , რომ ადამიანი შეცდომებზე ბევრს სწავლობს.
ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია , ვიდრე ნიშნები.
ხშირად მშობლები ბრაზდებიან, როდესაც მათი შვილი ცუდ ნიშანს იღებს. კარგი ნიშანი ყოველთვის კარგ ცოდნას არ ნიშნავს. თქვენს შვილებს უნდა ასწავლოთ , რომ ნიშნებზე მნიშვნელოვანი ცოდნაა.
შენი მშობლები არ არიან შენი მტრები, სთხოვე მათ ნებისმიერი სახის დახმარება.
ნუ იქნებით ძალიან მკაცრები, ეცადეთ დაუმეგობრდეთ და თავი აარიდეთ მბრძანებლური ტონით ბავშვებისთვის ჭკუის სწავლებას.
არასოდეს გააკეთო ის, რისი გაკეთებაც არ გსურს.
ხშირად ბავშვები ფიქრობენ , რომ მეგობრებში პოპულარობა მნიშვნელოვანია. თქვენი პირადი გამოცდილებით დაანახეთ ბავშვს, რომ კეთილშობილი ადამიანი უფრო მეტად საპატივსაცემოა, ვიდრე თავხედი. აუხსენით, რომ სხვისთვის რაიმეს დასამტკიცებლად არ გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც არ სურს.
თუ რამე ვერ გაიგე დასვი შეკითხვა.
კითხვების დასმა ჩვეულებრივი მომენტია. სჯობს დასვა შეკითხვა, ვიდრე მოიტყუო, რომ ყველაფერი არაჩვეულებრივად გაიგე.
მოუფრთხილდი გარემოს.
რამდენს ვწუწუნებთ დაბინძურებულ ქუჩებსა და გარემოზე? ბავშვს ბუნების მიმართ სიყვარული სახლიდანვე უნდა ასწავლოთ. საკუთარი დამოკიდებულებით დაანახეთ ბავშვს, რომ გარემოზე ზრუნვა და მისი მოფრთხილება მნიშვნელოვანია.
თუ სკოლაში თავს კარგად ვერ გრძნობ უთხარი მასწავლებელს.
ზოგჯერ ბავშვებს ერიდებათ სხვებისთვის ჯანმრთელობის პრობლემის გამხელა. უთხარით,რომ ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნიშნები ან თუნდაც მასწავლებლის გაბრაზება.