08 ოქტომბერი, 2018
გაინტერესებთ ვინ არის მოსწავლე, რომელიც izrune.ge-ს პროგრამაში პირველი ჩაერთო?
საქართველოს მასშტაბით ანი სუბელიანი პირველია რეგისტრირებულ მოსწავლეებს შორის, რომელიც
www.izrune.ge-ს პროგრამაში ჩაერთო. ანი დმანისის N1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. ის
www.izrune.ge-ზე დღემდე აქტიურად გადის ტესტებს. ერთი წლის განმავლობაში მეათე კლასის მოსწავლემ არა ერთი სავარჯიშო თუ შემაჯამებელი ტესტი გაიარა და უამრავი ოქროს დიპლომის მოპოვებაც შეძლო.
www.izrune.ge-ს დიდ ოჯახთან მეგობრობის ისტორიასა და გამოცდილებას ანი მშობელთან ერთად გვიყვება :
ანი სუბელიანი მოსწავლე :
„ჩემთვის მოულოდნელი და საამაყო ფაქტია პირველი რომ დავრეგისტრირდი საგანმანათლებლო ვებ-გვერდზე. თავდაპირველად
www.izrune.ge-ს შექმნის შესახებ ეტალონის facebook გვერდიდან გავიგე, მაშინვე დავინტერესდი და აზარტულად ჩავერთე პროგრამაში. 2016-17 წლებში ეტალონი მოსწავლე ვიყავი და შეიძლება ითქვას, რომ ჩემი წარმატებები ეტალონიდან დაიწყო და დღემდე ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის რჩევებს ვითვალისწინებ.
www.izrune.ge-ს ტესტები ძალიან საინტერესო ფორმით არის შექმნილი, განვლილ მასალასაც ვიმეორებ და სკოლაში მიღებულ ცოდნასაც ვამოწმებ. ვცდილობ დავიმახსოვრო ყველაფერი, რამე თუ მეშლება ვინიშნავ, ვმეცადინეობ, რომ მეორედ აღარ დავუშვა იგივე შეცდომა. როდესაც დაბალ შეფასებას ვიღებ უფრო მეტს ვმეცადინეობ, რომ შემაჯამებელ ტესტებში მაღალი ქულა მივიღო. მთელი შემართებით ვარ ტესტებზე კონცენტრირებული და ეს ყველაფერი უდიდეს გამოცდილებას მაძლევს. ვაპირებ ბოლომდე გავყვე ამ საიტს. ჩემი მიზანია ბევრი ოქროს დიპლომის დაგროვება.“
თეა ურუმაშვილი მშობელი :
„მე მივესალმები
www.izrune.ge-ს პროგრამას, ბავშვი ამოწმებს საკუთარ ცდონას, თუ რამეს ვერ პასუხობს ინიშნავს და დამატებით მეცადინეობს. მერვე კლასში ეტალონი მოსწავლე გახდა, ძალიან მაღალი ქულით გაიმარჯვა, ერთი წელია, რაც აქტიურად აკეთებს სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. ბავშვი მობილიზებულია და საკუთარ თავზე მუშაობს, მთელი ოჯახი ჩართული ვართ ამ პროცესში და ბავშვის სასწავლო პროცესს თვალყურს ვადევენბთ.“