მშობლების უმეტესობას უნდა, რომ მათი შვილები ბავშვობიდანვე დამოუკიდებელ ცხოვრებას მიეჩვივნონ. ყველა დედას სურს მისმა შვილმა დამოუკიდებლად გაიღვიძოს, ჩაიცვას , იმეცადინოს, მაგრამ ბევრმა არ იცის ამ შედეგს როგორ მიაღწიოს.
გთავაზობთ 10 მეთოდს, რომელიც გასწავლით თუ როგორ გახადოთ ბავშვები დამოუკიდებლები.
როგორ გამოიყენონ გასაბერი საპნის ბუშტები?
ამ პრობლემას ყველა მშობელი აწყდება. ბავშვი აღფრთოვანებულია, როდესაც ცალ ხელში ბუშტების გასაბერი უჭირავს, ხოლო მეორეში წყლით სავსე კონტეინერი. ხშირ შემთხვევაში ორივე საგნის ერთად მოხმარებას ვერ ახერხებს და ძირს აქცევს საპნიან სითხეს, ამიტომ დაამაგრეთ კონტეინერი მაგიდის ან სკამის კიდეზე და თქვენი პატარები მთელი დღის განმავლობაში უპრობლემოდ გაერთობიან.
როგორ ჭამოს ნაყინი დამოუკიდებლად?
იმისათვის, რომ ბავშვმა ნაყინის დამოუკიდებლად ჭამა შეძლოს და ტანსაცმელი არ დაისვაროს გამოიყენეთ - ნამცხვრის შესაფუთი ქაღალდი.
იმისათვის, რომ ბავშვები იყვნენ ორგანიზებულები
ამ მხიარული და ფერადი საათის დახმარებით ბავშვები გახდებიან ორგანიზებულები. აარჩიეთ ფერები და თითოეულ ფერს მიანიჭეთ მნიშვნელობა. ბავშვები ამ მეთოდით მარტივად მიხვდებიან რომელ საათზე რა გააკეთონ.
ასწავლეთ სახლში თამაში
მაგალითად, თუ თქვენს პატარას მოსწონს დალაგების პროცესი იატაკზე გააკეთეთ ოთხკუთხედი ფიგურა და ასწავლეთ როგორ მოათავსოს იქ ფერადი სტიკერები.
ასწავლეთ გასაღების გარჩევა
მოხატეთ გასაღებები სხვადასხვა ფერებით. ბავშვი მარტივად შეძლებს გაარჩიოს რომელი გასაღები რომელ კარს ეკუთვნის.
ასწავლეთ ფეხსაცმელების გარჩევა
ბავშვებს ხშირად უჭირთ ფეხსაცმელების ერთმანეთისგან გარჩევა. გაჭერით სტიკერი შუა ნაწილში და დააწებეთ ფეხსაცმელების შიგთავსში ისე, რომ მათი შეერთებით სტიკერი გამთელდეს. ასე ბავშვი ისწავლის ფეხსაცმელების დამოუკიდებლად ჩაცმას.
როგორ დაიკავოს კალამი სწორად?
თუ გსურთ ბავშვმა ისწავლოს კალმის სწორად დაჭერა უთხარით, რომ კალამი მოათავსოს მეოთხე და მეხუთე თითებს შორის.
ასწავლეთ როგორ გაისუფთაოს კბილები ორ წუთში
შეარჩიეთ თქვენი ბავშვის საყვარელი მუსიკა. 2-3 წუთიანი მელოდია ჩართეთ ზუსტად იმ დროს ,როდესაც კბილების გასუფთავებას გადაწყვეტს.
იმისთვის, რომ დაკარგული ბავშვის პოვნა გაგიადვილდეთ
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წაყვანის დროს თუ გსურთ, რომ ბავშვი არ დაიკარგოს, დააწერეთ მაჯაზე თქვენი ტელეფონის ნომერი.
რითი დავაკავოთ ბავშვი, სანამ მშობელი სავაჭრო ჩანთებს ალაგებს საბარგულში?
მიაკარით თქვენს მანქანაზე ფერადი სტიკერი და უთხარით, რომ ის ტრანსფორმერის რობოტია,
რომელმაც ბატარეა უნდა შეავსოს.
იცით, რომ ეს მეთოდები თქვენს ცხოვრებას გაამარტივებს?