10 ოქტომბერი, 2018
რა უნდა ასწავლოს მშობელმა ბავშვს?
ყველა მშობელს სურს მისი შვილი კეთილი და პასუხისმგებლიანი ადამიანი გაიზარდოს. მათ უნდათ, რომ შვილებს იმაზე კარგი გარემო შეუქმნან, ვიდრე ბავშვობაში თავად ჰქონდათ.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც თქვენს პატარებს უნდა ასწავლოთ:
ემოციების მართვა
როდესაც თქვენი შვილი მშვიდად იქნება უთხარით, რომ უარყოფითი ემოციის დაგროვების დროს ღრმად ისუნთქოს, ჰაერი პირიდან გამოუშვას და ხუთამდე დაითვალოს. ეს მეთოდი ბავშვს წონასწორობის შენარჩუნებასა და საკუთარი ემოციის მართვაში დაეხმარება.
საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა
მამა და დედა ბავშვისთვის ყოველთვის სამაგალითოა. აუხსენით რას ნიშნავს საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობა. დაანახეთ, რომ სხვისი დახმარება მნიშვნელოვანია. ხშირად ესაუბრეთ მორალურ ფასეულობებზე.
სხვისი დახმარება
მშობელმა ბავშვს უნდა ასწავლოს სოციალური პასუხისმგებლობა. ეცადეთ ბავშვში გააღვიძოთ სხვისი დახმარების სურვილი. ჰკითხეთ მას როგორ იგრძნობდა თავს ახალ გარემოში. რას გააკეთებდა იმ შემთხვევაში თუ საჭმელი არ ექნებოდა და ა.შ
მადლიერება
მნიშვნელოვანია თქვენი შვილი გრძნობდეს მადლიერებას. უთხარით, რომ ჩაეხუტოს ბებიას და მადლობა გადაუხადოს როდესაც გემრიელ კერძს მოუმზადებს.
ანგარიშის გაწევა
მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს დათმობა და სხვისთვის ანგარიშის გაწევა. მაგალითად, მეგობრებთან თამაშის დროს უთხარით სხვასაც ათხოვოს თავისი სათამაშო. არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვები მაგალითს მშობლებისგან იღებენ.