12 ოქტომბერი, 2018
რა უნდა ასწავლოთ ბავშვს ადრეული ასაკიდან?
ინდოელებს აქვთ შემდეგი ანდაზა:
,,ასწავლეთ ბავშვს ჭამა, მიეცით განათლება და შემდეგ დართეთ ნება წავიდნენ.’’ ჩვენ ვეთანხმებით ამ კონცეფციას და გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელიც თქვენს შვილებს ადრეული ასაკიდან უნდა ასწავლოთ:
მაკრატლის სწორად დაჭერა
ბავშვებს ხშირად ავიწყდებათ თუ როგორ დაიჭირონ მაკრატელი ხელში. ასწავლეთ შვილებს მაკრატლის გამოყენება, რათა თავიდან ააცილოთ მათ ხელის დაზიანებები.
დისციპლინის სიყვარული
სასურველია ბავშვმა ადრეული ასაკიდან შეიყვაროს დისციპლინა- ეს ხელს შეუწყობს მის პიროვნულ განვითარებას.
დათვლა
ნებისმიერი სახის სათამაშოების დახმარებით ბავშვს შეგიძლიათ დათვლა მარტივად ასწავლოთ.
სეზონები
ეს ხელნაკეთი სათამაშო ბავშვს ფერების აღქმაშიც დაეხმარება და სეზონების დამახსოვრებაშიც.
სახლის სისუფთავე
ბავშვებს უყვართ ოთახში გაშლილი სათამაშოები. გამოუყავით მათ სათამაშო კუთხე და აუხსენით, რომ მხოლოდ იქ ითამაშონ.