90-ე სკოლის მასწავლებელმა izrune.ge-ზე თავისი სადამრიგებლო კლასის ყველა მოსწავლე დაარეგისტრირა
თბილისის 90-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის დამრიგებელმა ცისანა წიქარიძემ ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ
www.izrune.ge-ზე ყველა მოსწავლე დაარეგისტრირა. კლასის დამრიგებელი ამბობს, რომ
www.izrune.ge „პირველი მერცხალია,“ რომელიც სკოლას მშობლებსა და მოსწავლეებს ერთმანეთთან აკავშირებს.
ცისანა წიქარიძე დამრიგებელი:
,,სკოლის დირექტორმა მოგვაწოდა ინფორმაცია და გვთხოვა მშობლებისთვის პირველივე კრებაზე გვეთქვა
www.izrune.ge-ს შესახებ. მშობლებისგან წამოვიდა არაჩვეულებრივი მუხტი, მოეწონათ იდეა, რომ ბავშვებთან იმუშავებენ და მეტი ბერკეტი ექნებათ პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ შვილების განათლებაზე. გადავწყვიტეთ ერთად დავრეგისტრირებულიყავით. მე ყველა ბავშვის პირადი ინფორმაცია მაქვს და რეგისტრაციასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. ძალიან ინტერესიანი ბავშვები არიან.
www.izrune.ge მოსწავლეებისთვის კარგი შესაძლებლობაა გაიარონ თავისი დონის შესაბამისი ტესტები. ვფიქრობ, ეს ბავშვებს თვითშეფასებაში დაეხმარება. პრეზენტაციის დროს ბატონმა გოჩამ გვითხრა, რომ 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა. დიდი სიხარულით მივიღეთ ეს ყველაფერი ძალიან დიდი მოტივაციაა ჩვენთვის, რადგან მე იმ წლებიდან ვარ პეედაგოგი, როდესაც თოვლში ყინვაში ფეხით დავდიოდით სკოლაში. მასწავლებლის შრომის ასეთი ფორმით დაფასება ნამდვილი სასწაულია ასეთი რაღაც ჯერ არ ყოფილა ,
www.izrune.ge ნამდვილად პირველი მერცხალია. პორტალი მშობელს სკოლასა და შვილს შორის მაკავშირებელ რგოლს კრავს.“
მათე ბერიძე მოსწავლე:
,,ჩემი კლასის დამრიგებელმა მოგვაწოდა ინფორმაცია
www.izrune.ge-ს შესახებ, მაშინვე დავინტერესდით ყველა, რადგან ეს სიახლე მოგვეწონა. მინდა, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმოვაჩინო და მიღებული ცოდნა გამოვავლინო. ვფიქრობ ვებ-გვერდზე მიღებული გამოცდილება შემდეგ სასკოლო გამოცდებში დამეხმარება და ონლაინ ტესტირების დროს დაძაბულობა აღარ მექნება. ჩემი ძმა ერეკლეც დარეგისტრირდა პორტალზე და ვაპირებთ, რომ ერთმანეთს შევეჯიბროთ ვინ უფრო კარგ ქულებს აიღებს.“
ლუკა ანდღულაძე მოსწავლე:
„მე და ჩემი კლასელები სიხარულით დავრეგისტრირდით. ტესტების გაკეთების დროს ერთმანეთს ვეხმარებოდით. ძალიან კარგი ვებ-გვერდია, რადგან გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენი ცოდნა შევამოწმოთ და ერთმანეთს შევეჯიბროთ ვინ უფრო ბევრ ოქროს დიპლომს დააგროვებს.“
ნინი ნემსიწვერაძე მოსწავლე :
,,ჩემ სკოლაში გოჩა ტყეშელაშვილმა ჩაატრა პრეზენტაცია და ვებ-გვერდით მაშინვე დავინტერესდი. სკოლაში კლასელებთან ერთად გავიარე რეგისტრაცია. მინდა ჩემი თავი გამოვცადო და დიპლომები დავაგროვო. “