ბავშვი რომ სწავლის რეჟიმს შეეჩვიოს აუცილებელია, სწავლის სიყვარული სკოლაში მისვლისთანავე ჩავუნერგოთ.
იმისათვის, რომ თქვენს პატარებს სწავლის პროცესი შეუყვარდეთ და მეცადინეობა მათთვის სასიამოვნო და სახალისო გახდეს გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს.
სახალისო მულტფილმის გმირების დახმარებით შექმენით რიცხვები
თუ თქვენი პატარები ვერ იმახსოვრებენ რიცხვებს მიუდექით მათ შემოქმედებითად. მოხაზეთ რიცხვი და თქვენი ფანტაზიის დახმარებით შემქენით მისგან ყვავილი, ცხოველი, ფრინველი და ა.შ
მოუყევით საინტერესო ამბავი
ეს მეთოდი თქვენს შვილებს ახალი სიტყვების შესწავლაში დაეხმარება. დაგჭირდებათ : ფერადი ფანქრები, ფურცლები და ცოტა ფანტაზია. დასხედით თქვენს შვილებთან ერთად და შექმენით საინტერესო ამბავი.
მოაწყვეთ თოჯინების პერფომანსი
იმისთვის, რომ თქვენი შვილების ლექსიკა მრავალფეროვანი გახდეს მოაწყვეთ თქვენი ხელით შექმნილი თოჯინების თეატრი.
ააღწერინეთ რაიმე საგანი
როდესაც სასეირნოდ წახვალთ ტყეში ან სანაპიროზე სთხოვეთ ბავშვებს ქვიშაზე დახატონ ფოთოლი ან ყვავილი და შემდეგ აღწერონ ისინი. ამ მეთოდის დახმარებით თქვენი შვილის სასაუბრო ენა უფრო გაუმჯობესდება.
გააუმჯობესეთ ბავშვის მეხსიერება
კარგი მეხსიერება კარგად სწავლის საწინდარია. ბევრი მეთოდი არსებობს, რომლებიც თქვენი შვილის უნარებს უფრო განავითარებს. ჭადრაკი, გამოცანები თუ სხვადასხვა სახის თამაშები თქვენი შვილის შესაძლებლობებს ბევრად გააუმჯობესებს.