17 ოქტომბერი, 2018
შექმენით ზღარბები თქვენს შვილებთან ერთად
ააწყვეთ ფერადი ზღარბები თქვენს პატარებთან ერთად.
მოიმარჯვეთ ფერადი ფურცლები წებო, მარკერი და მაკრატელი.
პირველ რიგში ფერად ფურცელზე დახატეთ ზღარბის ცხვირი. მარკერის დახმარებით დახატეთ ასევე პირი და თვალი.
შემდეგ ფოტოზე ნაჩვენები ინსტრუქციის მიხედვით შექმენით ზღარბის ტანი.
გამოჭერით თქვენთვის სასურველი ხილი : ვაშლი ან მსხალი და დააწებეთ მასზე.
თქვენი ფერადი და სახალისო ზღარბი რამდენიმე წუთში მზად იქნება.