56 წლის ილარიონ ვარდოსანიძე
www.izrune.ge-ს დიდი ოჯახის პატარა წევრის, ანასტასია ჭკადუას ბაბუაა, რომელიც ყოველი თვის ბოლოს შვილიშვილის მიერ მოპოვებული დიპლომების ასაღებად ვებ-გვერდის მთავარ ოფისში მოდის და შვილიშვილთან დიპლომები საკუთარი ხელით მიაქვს.
,,გული სიამაყით მევსება, როდესაც პირველი შვილიშვილის მიერ მოპოვებულ წარმატებას ვიზიარებ და დიპლომები საკუთარი ხელით მიმაქვს სახლში. ანასტასია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. როდესაც ვურეკავ, რომ მისი დიპლომები ავიღე, ძალიან უხარია და დიდ ბედნიერებას გამოხატავს.“
აფხაზეთის ომის ვეტერანსა და მეორე ჯგუფის ინვალიდს ორი შვილი და ამდენივე შვილიშვილი ჰყავს. მისი პირველი შვილიშვილი სწორედ
www.izrune.ge-ს აქტიური წევრი ანასტასია ჭკადუაა. ანასტასიას 56 წლის ბაბუა ამჟამად მეუღლესთან ერთად თბილისში მარტო ცხოვრობს.
www.izrune.ge-სთან საუბრისას ილარიონი აფხაზეთის ომის მძიმე წუთებს იხსენებს და ამბობს, რომ თბილისსში 12 დასახიჩრებულ თანამემამულესთან ერთად ტრავმირებული დაბრუნდა.
„აფხაზეთის ომში ცხრა თვის განმავლობაში, 1992 წლის ნოემბრიდან, 1993 წლის ივნისის ბოლომდე ვიბრძოდი. საქართველოში თანამემამულეებთან ერთად დასახიჩრებული დავბრუნდი, ჩვენთან ერთად რამდენიმე მიცვალებული გადმოასვენეს, ბევრი საერთოდ ვეღარ დაბრუნდა უკან და უკვალოდ დაიკარგა. ეს წუთები ჩემთვის ძალიან მძიმე გასახსენებელია.“
ომის ვეტრენს დიდი ტრაგედიის მძიმე წუთები ოჯახმა შეუმსუბუქა. ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება შვილებისა და შვილიშვილების დაბადებამ მოუტანა. ჭკადუას ბაბუა საკუთარ სურვილებს გვიზიარებს და ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი სურვილია, ანასტასიამ წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწიოს. როგორც ილარიონი
www.izrune.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ინოვაციური საგანმანათლებლო ვებ-გვერდის შესახებ შვილიშვილისგან შეიტყო.
„ანასტასიამ მითხრა ამ ინოვაციური ვებ-გვერდის შესახებ. მაშინვე დავინტერესდი, დავათვალიერე და გავეცანი პორტალს. ძალიან მომეწონა, ჩემ დროს რომ ყოფილიყო მსგავსი პროექტი, აუცილებლად ჩავერთვებოდი. “
მისი თქმით,
www.izrune.ge-ს მეშვეობით ბავშვებს დამოუკიდებელად აზროვნების უნარი უვითარდებათ და უფრო მეტად გათვითცნობიერებულები ხდებიან.
,,ბავშვები იღებენ დამატებით ცოდნას და გამოცდილებას. ჩემ დროს უფრო ბიბლიოთეკაში ვისხედით და ვმეცადინეობდით. უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები დღეს ძალიან მნიშვნელოვანია და წიგნების გარდა, ბავშვებმა დამატებითი ცოდნა კომპიუტერის მეშვეობითაც უნდა მიიღონ, ამიტომ მივესალმები ამ პროექტს. ბავშვი კომპიუტერთან არა გასართობად, არამედ ცოდნის შესამოწმებლად ჯდება. ვფიქრობ, რომ izrune.ge ჩემი შვილიშვილისთვის დიდი შედეგის მომტანი იქნება, რადგან ეჩვევა დამოუკიდებლად აზროვნებასა და მსჯელობას. ძალიან კარგია, რომ განათლება და მეცნიერება წინ მიდის. ჩემ დროს ასე არ იყო და მიხარია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ბავშვი უფრო მეტს სწავლობს და იგებს.“
ილარიონ ვარდოსანიძის თქმით, სკოლის გარდა ოჯახის ჩართულობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. ამბობს, რომ მოსწავლე, როდესაც ოჯახის მხარდაჭერას გრძნობს, უფრო დიდი მოტივაცია ეძლევა.
„ჩემი თაობის ბაბუებს ვურჩევდი, რომ განათლების კუთხით შვილიშვილებს უფრო მეტი დრო დაუთმონ. ბავშვს მეტი სტიმული ეძლევა, როდესაც ოჯახის წევრებისგან მხარდაჭერას გრძნობს. ანასტასიას ხშირად ვეუბნები, რომ რაც უფრო კარგად ისწავლის, მეტად დაფასდება და გამოადგება თავის ქვეყანას.“
ანასტასიას მზრუნველი ბაბუა
www.izrune.ge-ს წარმატებებს უსურვებს და ყველაზე დიდ სურვილს უზიარებს:
“ჩვენ აფხაზეთის ომში მომავალი თაობის ბედნიერებისა და უკეთესი ცხოვრებისთვის ვიბრძოდით. არ მინდა, მომავალმა თაობამ საქრათველოდან წასვლასა და გაქცევაზე იფიქროს. არ მინდა, სხვაგან ეძებონ ბედნიერება. ჩემი დიდი სურვილია, რომ საქართველოში იცხოვრონ, აქ მიიღონ ხარისხიანი განათლება და გამოადგნენ საკუთარ სამშობლოს.“