შეხვედრას ესწრებოდნენ izrune.ge-ს თანამოაზრე თბილისის 70 წარმატებული სკოლის ყველა დირექტორი და ასევე ამ სკოლების მოსწავლეები და მათი მშობლები.
ღონისძიებას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. საგანმანათლებლო ვებ-გვერდის ავტორმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მშობლის სასკოლო ცხოვრებაში სისტემური ჩართულობის საჭიროებასა და
www.izrune.ge-ს გამოყენების მნიშვნელობისა და აუცილებლობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
"ბავშვის განათლებაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. ყველაზე ძალიან ის მიხარია, რომ ჩვენ სკოლებთან და პედაგოგებთან ერთად ამ პროცესში ჩართული და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი.
www.izrune.ge-ს მსგავსი პროექტი არ მოიძებნება საქართველოში და მსოფლიოშიც ცოტაა.
აქვე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩას, რომელსაც ამდენი შრომა და წლები აქვს ჩადებული თავის გუნდთან ერთად, რომელიც ემსახურება, ერთ მნიშვნელოვან რაღაცას, რაც არის ბავშვების მოტივაცია სწავლისთვის. ამაზე მნიშვნელოვანი და კეთილი საქმე მართლაც არ არსებობს და ის წარმატებული ბავშვები, რომლებიც ათეულობით და ასეულობით გვყავს, ბატონი გოჩას და მისი გუნდის დამსახურებაა, რომელსაც უკვე მთელი საქართველო იცნობს.
ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს მცირე ნაწილი ხართ აქ ამ პროექტის, რადგან მე მინახავს რეგიონებში სავსე დარბაზი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სასიხარულოა, რომ მშობლებს, მასწავლებლებს და დირექტორებს აინტერესებთ, ბევრი ბავშვი იყოს ჩართული ამ პროექტში. ეს არის საქართველოში ძალიან ღირსეული საქმე და ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა და წახალისება ექნება ამ პროექტს.
მიხარია, რომ დღეს აქ ამდენ ადამიანს გხედავთ შეკრებილს და მინდა წარმატება ვუსურვო პროექტს, თქვენ და ჩვენ ქვეყანას. ძალიან გვჭირდება განათლებაში ბევრი წარმატება, რადგან განათლებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი...“