24 ოქტომბერი, 2018
როგორ ვუპასუხოთ ბავშვის უხერხულ შეკითხვებს?
ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და ხშირად უცნაურ შეკითხვებსაც სვამენ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ უცნაური კითხვის გამო არ შეიძლება მათი იგნორირება, მოტყუება და დაცინვა.
გთავაზობთ რჩევებს, რა უნდა უპასუხოთ, როდესაც თქვენი შვილი დამაბნეველ კითხვებს გისვამთ.
რატომ იჩხუბეთ?
როცა მშობლებს შორის უთანხმოებაა ბავშვები საკუთარ თავს ადანაშაულებენ. მნიშვნელოვანია თქვენს შვილს აუხსნათ, რომ ის არაფერშია დამნაშავე. უთხარით, რომ ადამიანები კამათობენ, რადგან ერთმანეთის აზრებს არ ეთანხმებიან.
რატომ არის ეს ქალი ასეთი მსუქანი?
საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ბავშვი ხშირად გამოხატავს გაოცებას და მიუთითებს ჭარბწონიან ადამიანზე, შემდეგ გეკითხებათ, თუ რატომ არის კონკრეტული ადამიანი ასეთი მსუქანი. აუხსენით თქვენს შვილს, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია, ზოგი ძალიან მაღალია, ზოგი პატარაა, გამხდარი, დაბალი და ა.შ.
რატომ მიდიხარ სამსახურში?
განუმარტეთ ბავშვს, რომ სამსახურში წასვლა აუცილებელია. უთხარით, რომ მისი დატოვება არ გინდათ, მაგრამ აუცილებლად უნდა წახვიდე, რადგან მუშაობა მნიშვნელოვანია. უთხარით, რომ საღამოს დაბრუნდებით და მასთან ერთად ითამაშებთ.
რატომ გაქვს შენ უფლება მე კი არა?
მნიშვნელოვანია ბავშვმა გაიაზროს, რომ მან არ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რასაც მშობლები აკეთებენ. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ უთხარათ ბავშვს, რომ მას რაიმე კონკრეტული ქმედების ჩადენის უფლება არ აქვს.