26 ოქტომბერი, 2018
აქტივობები, რომლებიც თქვენი შვილის გონებრივ შესაძლებლობებს მეტად განავითარებს
თამაში დიდ როლს ასრულებს ბავშვის გონებრივ განვითარებაში და მნიშვნელოვანია, რომ მისი ინიცირება ხდებოდეს არა მხოლოდ სახლსა და ეზოში, არამედ სკოლაშიც. თამაში ბავშვს საკუთარი პოტენციალის დანახვასა და თვითრეალიზებაში ეხმარება.თამაშის დროს იგებენ სხვადასხვა ცნებების შესახებ, სწავლობენ საგნების დაჯგუფებასა და კლასიფიკაციას, ეცნობიან მოვლენების შინაარსს, იწყებენ პრობლემების გადაჭრას და ა.შ.
ეს კრეატიული თამაშები ხელს შეუწყობს თქვენი შვილების გონებრივ, სოციალურ, ემოციურ, ფიზიკურ და ლინგვისტურ განვითარებას.
გასეირნება ქალაქში
თქვენს შვილებს ასწავლეთ, სად არის სუპერმარკეტი, პოლიცია, ბენზინგასამართი სადგური. ბარათებზე დახატეთ სხვადასხვა დაწესებულება და სეირნობისას სთხოვეთ პატარას, მოძებნოს შესაბამისი ადგილი.
დღეების დანომვრა
დიდი ზომის ქაღალდზე, დახაზეთ 31 კუბიკი, ზევით კი კვირის დღეები ჩამოწერეთ. ცალკე 31 კუბიკის ზომის პატარა ქაღალდებზე დაწერეთ რიცხვები 1-დან 31-მდე. სთხოვეთ ბავშვს სწორი კვირის დღე იპოვნოს. ამ თამაშით კვირის დღეების, კალენდარის სისტემის და დანომვრის პრინციპს შეეჩვევა.
გაზომვა
სახაზავის გარეშე ბავშვს გააზომინეთ სხვადასხვა სახის ნივთები,. აიღეთ ვაშლები, დააწყვეთ ერთმანეთზე და დაატოლეთ პატარას, რომ გავიგოთ, რამდენი ვაშლის ტოლია ის. გაიგეთ, რამდენი ლეგოს ტოლია მისაღებში სავარძელი ან რამდენი სათამაშო კუბიკი ეტევა მაცივრის სიგანეზე. სულ ცოტა ხანში თქვენი პატარა თვლას ისწავლის.
ამინდის აღქმა
ჰკითხეთ ბავშვს როგორი ამინდია გარეთ, შემდეგ სთხოვეთ დახატოს მზიანი, თოვლიანი, წვიმიანი ან მოღრუბლური ამინდი. ამ მეთოდით თქვენი შვილის ფანტაზია და შემოქმედებით უნარი უფრო მეტად განვითარდება.