ხვალ, 28 ოქტომბერს „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა!“ მთელი საქართველოს მასშტაბით ვებ-გვერდზე რეგისტრირებული მოსწავლეები თვის შემაჯამებელი ტესტის გავლასა და ცოდნის შემოწმებას ელოდებიან. ინოვაციური საგანმანათლებლო ვებ-გვერდი izrune.ge ამჯერად პორტალის დიდი ოჯახის ყველაზე პატარა წევრებს ესაუბრა. თბილისის საჯარო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეები თვის შემაჯამებელი ტესტისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.
მაია ქოროღლიშვილი მშობელი:
„ორი ბავშვი მყავს დარეგისტრირებული ვებ-გვერდზე, დავითი და გაბრიელი. დავითმა ჯერ კითხვა კარგად არ იცის და ჩემი დახმარება სჭირდება. ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ცდილობენ, რომ კარგი შეფასებები მიიღონ. ორივე ენთუზიაზმით ელოდება 28 ოქტომბრის მოსვლას და დიდი სურვილი აქვთ, რომ ოქროს დიპლომები მოიპოვონ.“
დავით ბეგიაშვილი 106-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე:
„წინა შემაჯამებელ ტესტში ასი ქულა მივიღე, დიპლომიც მოვიპოვე ძალიან გამიხარდა. ჩემი მეგობრებიც აქტიურად გადიან ტესტებს. ყველა მოუთმენლად ველოდებით 28 ოქტომბრის მოსვლას, რომ ტესტები გავიაროთ და დიპლომები მოვიპოვოთ.“
ეკა ჯირკველიშვილი მშობელი:
„ყოველ ხუთშაბათს ვაკეთებთ სავარჯიშო ტესტებს, ახლა კი მოუთმენლად ველით შემაჯამებელი ტესტის გავლას, რადგან წინა შემაჯამებელში ბავშვმა ვერ აიღო დიპლომი და უნდა, რომ შედეგი გააუმჯობესოს. ყოველ დღე ემზადება და სახლში ყველას ჟრიამულით გვეუბნება ტესტირების დღე, რომ მოდის. მინდა აღვნიშნო, ის ფაქტი, რომ ბავშვი წინა ტესტირებებთან შედარებით ახლა უფრო სწრაფად პასუხობს კითხვებს და შედეგსაც ყოველ ჯერზე აუმჯობესებს. მიხარია, როდესაც ბავშვს მოტივირებულს ვხედავ.“
ნატალი თვაური თბილისის 99-ე საჯარო სკოლის მოსწავლე:
„მოუთმენლად ველოდები ხვალინდელ დღეს. ძალიან მინდა, რომ მაღალ ქულაზე გავიარო ტესტი. დედიკოსთან ერთად ვაპირებ შემაჯამებელი ტესტირების გავლას და მინდა ჩემი შედეგით გავახარო.“
მაია ჭაღიაშვილი მშობელი:
„იაკობი ჩვენი ნანატრი შვილია, 16 წლის შემდეგ შეგვეძინა და მაქსიმალოურად ვცდილობთ ჩავერთოთ მის საგანმანათლებლო პროცესში. წინა შემაჯამებელ ტესტში შეზღუდული დრო აირჩია და ასი ქულასთან ერთად ოქროს დიპლომიც მოიპოვა. დიდი იმედი გვაქვს ხვალაც მაქსიმალურ ქულას მიიღებს.“
იაკობ ჭაღიაშვილი თბილისის 71-ე სკოლის პირველი კლასის მოსწავლე:
„მოუთმენლად ველოდები ხვალინდელ დღეს. ჩემი ოქროს დიპლომი ყველას ვანახე. მინდა, რომ მეორე ოქროს დიპლომიც მოვიპოვო. ტესტებს ხშირად სკოლაშიც განვიხილავთ და როდესაც კარგ შედეგს ვიღებთ მასწავლებელი გვაქებს და რჩევებსაც გვაძლევს.“