izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საინტერესო ამბები
30 ოქტომბერი, 2018
ჰელოუინი ანუ სახალხო და ეკლესიური დღესასწაულების ერთიანობა
31 ოქტომბრის ღამეს კათოლიკურ სამყაროში ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავენ. ესაა დღესასწაული, რომელსაც ფესვები საუკუნეების სიღრმეში აქვს და სათავეს ძველი კელტების ტრადიციებიდან იღებს. 

ძველი კელტების ამ დღესასწაულს ძირითადად აშშ-ში და კანადაში აღნიშნავდნენ, ბოლო წლებში კი ის თითქმის მთელ მსოფლიოში გახდა პოპულარული, განსაკუთრებით კი - რუსეთში. 
დღესასწაულის ფესვები სათავეს იღებს ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ ეპოქაში. კელტების ტომები, რომლებიც ახლანდელი ირლანდიის, ინგლისისა და ჩრდილო საფრანგეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, წელიწადს ორ ნაწილად, ზამთრად და ზაფხულად ჰყოფდნენ. 31 ოქტომბერი მათთვის წლის ბოლო დღე იყო. ეს დღე აგრეთვე მოსავლის აღების დამთავრებას და ზამთრის დროში გადასვლას აღნიშნავდა. 

31 ოქტომბრის ღამეს, კელტების რწმენით, ცოცხლებისა და მიცვალებულების კარიბჭე იღებოდა და იმ სამყაროში მცხოვრები მიცვალებულები დედამიწაზე ბრუნდებოდნენ. კელტები ამ ღამეს სამჰეინს უწოდებდნენ. იმისთვის, რომ მკვდარი სულების და მოჩვენებების მსხვერპლი არ გამხდარიყვნენ, კელტები 31 ოქტომბრის ღამეს სახლში აქრობდნენ შუქს, გადაიცვამდნენ სხვადასხვა მხეცის ტყავს, ქუჩაში სახლთან ახლოს ტოვებდნენ დღესასწაულის სიმბოლო იყო გოგრა - ის არამარტო აღნიშნავდა მოსავლის დაბინავებას, არამედ აფრთხობდა ბოროტ სულებს მასში ანთებული ცეცხლით. 

დროთა განმავლობაში დღესასწაულმა სახეცვლილება განიცადა, ხოლო როცა 609 წელს რომის პაპმა, ბონიფაცი მეოთხემ 1 ნოემბერი ყველა წმინდანის დღედ გამოაცხადა (თუმცა ეს უბრალო დამთხვევა იყო), ჰელოუინმა სახელწოდება „Aლლ Hალლოწს Eვენ - მესა ყველა წმინდანისა“ მიიღო. საბოლოოდ, სახალხო და ეკლესიური დღესასწაულები ერთმანეთს შეერწყა და ასე გაჩნდა  „Hალლოწეენ“. 

დღესასწაულის ელემენტები ჩრდილოეთ ამერიკაში ირლანდიელმა მიგრანტებმა XIX საუკუნეში ჩაიტანეს. სხვა ქვეყნებში ეს დღესასწაული XX საუკუნეში გავრცელდა. ჰელოუინი აღინიშნება დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, აშშ-ში, კანადაში, ირლანდიაში, პუერტო-რიკოში, იაპონიაში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიის სხვადასხვა ნაწილში. შვედეთში „ყველა წმინდანის“ დღესასწაული ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს ტარდება. 

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები საუკუნეებია ამ დღესასწაულს აღნიშნავენ, ის არ ითვლება ოფიციალურ დღესასწაულად. თუმცა ეს სრულებით არ უშლის ხელს იქაურ მოსახლეობას დახარჯონ უამრავი ფული გოგრებში, საკარნავალო ტანსაცმელში, სანთლებსა თუ მისალოც ბარათებში.



ამერიკული ჰელოუინის ატრიბუტებია გოგრა და სამოწყალო ტკბილეული თრიკ ორ თრეატ („გაგვიმასპინძლდი - თორემ ინანებ“). ამერიკაში ჰელოუინი ახალგაზრდების საყვარელი დღესასწაულია, ისინი საშიშ ტანსაცმელში გამოეწყობიან და აშინებენ დიდებს, ხოლო კომპენსაციად კი ტკბილეულს ითხოვენ.

ჰელოუინთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები და სიმბოლოები:ვამპირები, მგელკაცები, ჯადოქრები და ზომბები - ეს ოდითგანვე ასოცირდებოდა ბოროტ სულთა სამყაროსთან.
კანფეტები - ძველი კელტები ცდილობდნენ, ბოროტ სულთა გულები ტკბილეულით მოეგოთ. მოგვიანებით, ეკლესია მოუწოდებდა დღესასწაულში მონაწილეებს, რომ ყველა წმინდის წინადღის დღესასწაულზე კარდაკარ ევლოთ და ეთხოვათ საჭმელი, რის სანაცვლოდაც, ისინი ხალხს ჰპირდებოდნენ, რომ მათი გარდაცვლილი ნათესავებისთვის ლოცვები აღევლინებოდა. ეს ტრადიცია თანდათანობით ჰელოუინის განუყოფელი ნაწილი გახდა.

კოსტიუმები - კელტები შემაძრწუნებელ ნიღბებს იკეთებდნენ, რათა ბოროტი სულები შეცდომაში შეეყვანათ და თავი მოეჩვენებინათ, თითქოს ისინიც სულები იყვნენ და ამგვარად დაეღწიათ მათგან თავი. ეკლესიამ თანდათანობით წარმართული წეს-ჩვეულებები შეუთავსა ისეთ დღესასწაულებს, როგორიცაა „მიცვალებულთა სულების დღე“ და „ყველა წმინდის დღე“. მოგვიანებით, წმინდანების, ანგელოზებისა და ეშმაკების ფორმებში გამოწყობილმა მოზეიმეებმა სახლიდან სახლში დაიწყეს სიარული.

გოგრები - თავდაპირველად, ბოროტი სულების დასაფრთხობად სანთლებით მორთულ თალგამებს იყენებდნენ. ზოგიერთის აზრით, თალგამში ანთებული სანთელი განსაწმენდელში გამომწყვდეულ სულს განასახიერებდა. მოგვიანებით, თალგამი დეკორატიულმა გოგრამ შეცვალა.
ჰელოუინს საქართველოშიც აღნიშნავენ, თუმცა მას ისეთი მასშტაბური სახე არ აქვს, როგორც სხვა ქვეყნებში. დღესასწაულს ძირითადად კლუბებში აღნიშნავენ, სადაც სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს და ერთობიან. ჰელოუინს ჩვენთან ძირითადად კოსტიუმირებული კარნავავალის სახე აქვს.





რას ამბობენ ჩვენზე