30 ოქტომბერი, 2018
დაამზადეთ ჰელოუინის ჩანთა და აღნიშნეთ ეს დღესასწაული ყველაზე განსხვავებულად
ახლოვდება ჰელოუინი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყველა ადამიანი განსხვავებულად ემზადება ამ დღესასწაულისთვის. ჰელოუინი 31 ოქტომბრის ღამეს აღინიშნება.
დღესასწაულს ფესვები საუკუნეების სიღრმეში აქვს და სათავეს ძველი კელტების ტრადიციებიდან იღებს. 31 ოქტომბრის ღამეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ათასობით ადამიანი კოსტიუმებში გამოეწყობა და მეზობლის სახლებს დაივლის, რათა ტკბილეული მოაგროვოს.
ძველი კელტების ამ დღესასწაულს ძირითადად აშშ-ში და კანადაში აღნიშნავდნენ, ბოლო წლებში კი ის თითქმის მთელ მსოფლიოში გახდა პოპულარული, მათ შორის საქართველოშიც.
დღესასწაულის მთავარი ატრიბუტი განათებული გოგრაა, თუმცა თანამედროვე სამყარომ ჰელოუინს სხვა ელემენტებიც შემატა და უფრო და უფრო საინტერესო და სახალისო გახადა მისი აღნიშვნა.
გთავაზობთ ჰელოუინის სახალისო ჩანთების აწყობას, რომლებიც ხვალ ნამდვილად გამოგადგებათ და თქვენს კოსტიუმს კიდევ უფრო გამორჩეულს გახდის.
ჰელოუინის ჩანთის შესაქმენლად დაგჭირდებათ: სტაფილოსფერი და მწვანე ფურცლები, წებო, შავი მარკერი და მაკრატელი.
მიჰყევით ინსტრუქციას: