- ს უყვება, მას გვერდით მშობლები მიუსხდნენ და გულშემატკივრობდნენ.
ლილე ჩაფიძე, მოსწავლე:
„მამიკოსთან და დედიკოსთან ერთად გავიარე შემაჯამებელი ტესტი. რამდენიმე დღის წინ დავრეგისტრირდი
www.izrune.ge-ზე. ძალიან მიხარია პირველი ოქროს დიპლომის მოპოვება. ჩემი შედეგი ფეისბუკზეც გავაზიარე და ძალიან ბევრი მილოცვა მივიღე. ნიკა და ლაშა ბიძიებს ყველაზე მეტად გაუხარდათ ჩემი წარმატება, რადგან მათ გამზარდეს და ყოველთვის მგულშემატკივრობენ. სახლში ჩემი დიპლომებისთვის სპეციალური კუთხე უკვე შევარჩიე და იქ ვაპირებ მათ განთავსებას.“
ჯუმბერ ჩაფიძე, ლილეს მამა:
„ძალიან მომწონს ეს პროექტი. ლილემ თავისი შედეგით გაგვახარა მშობლები. ბავშვს ვატყობ, რომ მონდომებული და მოტივირებულია და ბოლომდე შევუწყობთ ხელს, რომ არც ერთი ტესტი არ გამოტოვოს. ორივე მშობელი გვერდით ვყავდით და ვეხმარებოდით წაკითხვაში, რადგან ჯერ პატარაა და სწრაფად ვერ კითხულობს.“
თამარ არაბიძე, ლილეს დედა:
„მთელი ოჯახი ბავშვთან ერთად 12:00 საათის შესრულებას მოუთმენლად ველოდებოდით. ძალიან ბედნიერი და გახარებულია ამ შედეგით. მე ვუკითხავდი და ლილე სწრაფად სცემდა პასუხებს, ძალიან ბედნიერია, პირველი ოქროს დიპლომი რომ მიიღო. ვფიქრობ ლილესთვის ეს კარგი სტარტია, რადგან შემაჯამებელი ტესტი მისთვის პირველი იყო.“
ნინო ჯაბანიშვილი, თბილისის მე-11 საჯარო სკოლის დირექტორი:
„ლილე ძალიან მიზანდასახული და აქტიური ბავშვია. სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს. მშობლებიც ატიურ მონაწილეობას ღებულობენ მის საგანმანათლებლო პროცესში, ძალიან დიდ ყურფადღებას იჩენენ ბავშვის მიმართ, რაც ამჯერადაც გამოიკვეთა. წინა კვირას გაიმართა ჩვენს სკოლაში
www.izrune.ge-ს პრეზენტაცია და ძალიან დიდი დაინტერესება წამოვიდა მშობლებისა და მოსწავლეების მხრიდან. ეს პროექტი ყველას ძალიან მოსწონს.“