მესტიის მუნიციპალიტეტის ისტორიულ სოფელ ეცერის ერთ-ერთი ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი
www.izrune.ge-ს დიდი ოჯახის წევრია. 5 ბავშვის აღზრდა - განათლება - წახალისების პროცესში მშობლები 85 წლის ბაბუასთან ერთად აქტიურად არიან ჩართულები.მრავალშვილიანმა დედამ
www.izrune.ge ზემო სვანურ ენაზე შეაფასა და საკუთარი შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა:
ფიქრია ჩოფლიანი, ხუთი შვილის დედა:
„
www.izrune.ge ,,ბგიდ ხოჩალი’’ (ძალიან მაგარია). ძალიან მოგვწონს ეს ვებ-გვერდი. ბავშვებიც აღფრთოვანებულები არიან უკვე მოუთმენლად ელიან ახალ ტესტებს. პირველი შემაჯამებელი ტესტის გავლისას ერთმანეთს ეხმარებოდნენ. პირველად ირაკლიმ გააკეთა ტესტი და შემდეგ მიღებული გამოცდილება და-ძმასაც გაუზიარა. 85 წლის ბაბუა გვყავს სახლში და ძალიან გულშემატკივრობს შვილიშვილებს. სწავლის ფასი არაფერი არ არისო ყოველთვის ამას უნერგავს ბავშვებს. ჩემ შვილებს უკვე კონკურენცია აქვთ ერთმანეთში, ვინ უკეთესად წარმოაჩენს ცოდნას. ,,შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ მამამისი სახლში არ იყო და მეორე დღეს, როგორც კი მოვიდა,
www.izrune.ge-ს შესახებ სიხარულით უყვებოდნენ.
www.izrune.ge-ს სავარჯიშო ტესტებს ყველა ერთნაირი სიხარულითა და ენთუზიაზმით ელოდება. ყველაზე ადრე დილით სანდრო იღვიძებს, ბავშვები სკოლაში ერთად მიდიან და სახლშიც ერთად ბრუნდებიან. ბიჭები ძიუდოზე დადიან და სპორტთან ერთად სკოლაშიც კარგად სწავლობენ.“
მეექვსე კლასის მოსწავლე ირაკლი ცალანი დედმამიშვილებს შორის ყველაზე გამბედავი აღმოჩნდა. მან ,,შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს’’ შემაჯამებელი ტესტი პირველმა გაიარა და დიპლომიც მოიპოვა.
ირაკლი ცალანი, მეექვსე კლასის მოსწავლე:
„ძალიან მომეწონა
www.izrune.ge-ს ტესტები. დამოუკიდებლად ვუპასუხე ყველა შეკითხვას. შემდეგ მიღებული გამოცდილება და-ძმასაც გავუზიარე. იმედი მაქვს შემდეგში უფრო გავაუმჯობესებ შედეგს და მაქსიმალურ ქულასაც მივიღებ.“
დედმამიშვილებს შორის ყველაზე პატარა, შვიდი წლის სანდრო საკუთარ მიზნებს გვიზიარებს და ამბობს, რომ www.izrune.ge-ს სავარჯიშო ტესტებს უკვე მოუთმენლად ელის.
სანდრო ცალანი, მეორე კლასის მოსწავლე:
,,ჩემი და-ძმები მეხმარებოდნენ ტესტების გაკეთებაში. დედიკოც ჩემთან ერთად იჯდა კომპიუტერთან და თუ რამეს ვერ ვიგებდი მას ვეკითხებოდი. ძალიან მომეწონა ცოდნის შემოწმება, 85 ქულა მივიღე და კმაყოფილი ვარ, მაგრამ მინდა, რომ შემდეგში უფრო მაღალი ქულა დავაგროვო.“
ლიზი ცალანი, მეოთხე კლასის მოსწავლე:
„80 ქულა მივიღე შემაჯამებელ ტესტში. ძალიან მიხარია, რომ
www.izrune.ge-ს დავუმეგობრდი. მინდა ბევრი ოქროს დიპლომი მოვიპოვო და ყველა გავახარო ჩემი შედეგით.“
ნაზარი ცანარი, მეექვსე კლასის მოსწავლე:
,,ტესტი დამოუკიდებლად გავაკეთე, მაგრამ ჩემი შედეგით არ ვარ კმაყოფილი. ვაპირებ კარგად ვიმეცადინო, მოვემზადო და შემდეგ ტესტებში უფრო მაღალი ქულები მივიღო.“
ლევან ცალანი, მესამე კლასის მოსწავლე:
„მოუთმენლად ველოდებოდით შემაჯამებელი ტესტის გავლას, ერთი სული მქონდა ჩემი ჯერი მოსულიყო. როდესაც ტესტები ყველამ გავაკეთეთ ერთმანეთში ვმსჯელობდით რა გაგვიჭირდა და რაზე უნდა ვიმეცადინოთ უფრო მეტი. ძალიან მოგვეწონა ეს ვებ-გვერდი და ერთი სული გვაქვს ხუთშაბათი მოვიდეს, რომ სავარჯიშო ტესტი გავაკეთოთ და მოვემზადოთ შემაჯამებელი ტესტისთვის.“