ბავშვის განათლებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც საკლასო ისე კლასგარეშე ლიტერატურა. მნიშვნელოვანია, რომ წიგნი მაქსიმალურად ზუსტად შეეფერებოდეს ბავშვის ასაკს.
მშობლები ხშირად მიმართავენ მასწავლებელს თუ რა წიგნი წააკითხონ შვილებს.
ბავშვს უნდა სჯეროდეს კეთილი დასასრულის.
წიგნების მეშვეობით ვითარდება ბავშვების წარმოდგენა სწორზე და არასწორზე, სამართლიანობასა და უსამართლობაზე, ამიტომაც ყურადღება გაამახვილეთ როგორი სტილის წიგნებს შეარჩევთ თქვენი შვილებისთვის.
გთავაზობთ სასურველი წიგნების ჩამონათვალს დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის.
ასტრიდ ლინდგრენი - "პეპი გრძელი წინდა"- პეპი - მსოფლიოს ხალხთა ბავშვების უსაყვარლესი წიგნი წითელთმიანი, ჭორფლიანი გოგონას თავგადასავლების შესახებ. წიგნი განკუთვნილია 7-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის.
ჯანი როდარი - "ჩიპოლინოს თავგადასავალი" – ზღაპარი მოგვითხრობს ნამდვილ მეგობრობაზე, სამართლიანობაზე . ზღაპრის მთავარი გმირები – ბოსტნეული და ხილი, რომლებსაც ძალიან კარგად იცნობს ნებისმიერი ბავშვი. ზღაპარი არის, ძალიან ნათელი და საინტერესო.
რუდოლფ რასპე - "ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი"- წიგნში მოთხრობილია ბარონ მიუნჰაუზენის საოცარი, ზღაპრული თავგადასავლები. ბარონ მიუნჰაუზენს რა არ გადახდენია თავს?! მაგრამ საკუთარი მოხერხებულობის წყალობით, ყოველთვის უპოვნია გამოსავალი.
ანტუან დე სენტ ეკზიუპერი - "პატარა უფლისწული"- პატარა უფლისწული ყველაზე კითხვადი და ყველაზე მეტად ნათარგმნი ფრანგულენოვანი წიგნია. პატარა უფლისწულზე გაკეთდა მრავალი აუდიო ჩანაწერი, დაიდგა სპექტაკლები, ბალეტები, ოპერები, გადაიღეს ფილმები.
ლუის კეროლი - "ელისი საოცრებათა ქვეყანაში"- წიგნში მოთხრობილია თუ როგორ მოხვდება მთავარი პერსონაჟი, გოგონა ალისა, კურდღლის სოროდან უცნაურ სამყაროში, რომელშიც გაიცნობს სხვადასხვა არსებას.
გურამ პეტრიაშვილი - "პატარა ქალაქის ზღაპრები" -გურამ პეტრიაშვილი წერს ზღაპრებს პატარა ქალაქზე, რომელშიც უცნაური ამბები და სასწაულები ხდება, თუმცა ეს ქალაქი მაინც ძალიან ჰგავს რეალურს.