izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
რჩევები მშობლებს
02 ნოემბერი, 2018
უნდა დაეხმაროს თუ არა მშობელი ბავშვს დავალებების შესრულებაში? რას გირჩევენ ფსიქოლოგები?
 „ჩემი შვილი დამოუკიდებლად არ  მეცადინეობს…” – მშობლები ხშირად ჩივიან  ფსიქოლოგებთან, თვითონ კი არ იციან როგორ მოიქცნენ. ფსიქოლოგები  ამბობენ, რომ სწორად მოქმედების შემთხვევაში, მშობლებს  შეუძლიათ  ბავშვს გარკვეული უნარები ჩამოუყალიბონ და შეაყვარონ სწავლა და დამოუკიდებლად მეცადინეობა.

ნანა გოგიჩაშვილი ფსიქოლოგი:

„ახალმა ეპოქამ და ტექნოლოგიურმა პროგრესმა დღის წესრიგში დააყენა ე.წ. ახალი ტიპის ადამიანის არსებობის აუცილებლობა, რომელსაც ექნება უნარი სწარაფად აუღოს ალღო ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, ფეხი აუწყოს ტექნოლოგიის წინსვლას, სწრაფად და ხარისხიანად მოახერხოს ზღვა ინფორმაციაში ორიენტირება და საჭიროებისამებრ მისი გადახარისხება და ა.შ. თუ ამ ყოველივეს გავითავლისწინებთ, დღევანდელ საზოგადოებას სჭირდება დამოუკიდებელი, კრიტიკულად და კრეატულად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც თავად აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებასა და მიზნების განხორციელებაზე.“



მისი თქმით,  მშობელმა აუცილებლად უნდა გააცნობიეროს საკუთარი როლი შვილის აღზრდასა და განვითარებაში და ხელი შეუწყოს მოსწავლის სასკოლო ცხოვრებისათვის მზაობას და საწყის ეტაპზე, მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული სკოლასთან დაკავშირებულ ყველა აქტივობაში.

რაც შეეხება კონკრეტულ რეკომენდაციებს, მშობლების ჩართულობასთან დაკავშირებით გაკვეთილების მომზადებისას, სასურველია მშობლებმა გაითვალისწინონ შემდეგი ასპექტები:


1. უპრველეს ყოვლისა მოვაწესრიგოთ ბავშვის სამუშაო სივრცე - საწერი მაგიდა, განათების ხარისხი, რომ ჩრდილმა წერისას არ შეუშალოს ხელი, ზედმეტი ნივთების მორიდება მისი თვალთახედვის არიდან ყურადღების კონცენტრაციის მიზნით და ა.შ.  რაც შეეხება დახმარების ხარისხს და რაოდენობას, მშობელი აქტიურად ეხმარება საწყის ეტაპზე, უხსნის წერის თავისებურებებს, კალმის დაჭერის სპეციფიკას, წერისას ხაზების განლაგების მნიშვნელობას და სხვ. აუცილებლად, უმცირესი წარმატების შემთხვევაშიც კი ხდება ბავშვის წახალისება შემდეგი სიტყვებით: ყოჩაღ!  რა კარგად შეგძლებია!   

2. საშინაო დავალებების მომზადება დავიწყოთ  სკოლიდან დაბრუნებიდან დაახლოებით 40-50 წუთის შემდეგ და არა დაბრუნებისთანავე, რათა თავიდან ავიცილოთ  სწავლისადმი ნეგატიური დამოკიდებულების ფორმირება(ბავშვმა უნდა შეძლოს დასვენება, კვება, ოჯახის სხვა წევრებთან კომუნიკაცია, სკოლის შთაბეჭდილებების გაზიარება და სურვილისამებრ გართობა, თუმცა, დროის მართვის უნარიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალიწინებული);  


3. შეცდომას უშვებენ მშობლები, რომლებიც უკრძალავენ შვილებს საწერი მაგიდიდან ადგომას სანამ ისინი არ დაამთავრებენ მეცადინეობას და ყველა გაკვეთილი არ ექნებათ მზად.  ეს შეცდომაა. 6-7- წლის მოსწავლე გადაბმულად შეიძლება იჯდეს 20-25 წუთი და არა 40-50 წუთი, თუმცა, შესვენებაც უნდა იყოს დაახლოებით 5 წუთი.  



4. როდესაც ბავშვი ჯდება სამეცადინოდ, თუ მშობელი გვერდით არ უზის, აუცილებლად მასთან ახლოს უნდა ტრიალებდეს, რათა საჭირო დროს საჭირო რჩევა მისცეს.  დამწყებ მოსწავლეს ხშირად სჭირდება შეხსენება, რომ არ დაწეროს მინდვრებზე, არ გადავიდეს ხაზს ზემოთ/ქვემოთ, გამოტოვოს საჭირო რაოდენობის უჯრა და ა.შ. ბუნებრივია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ბავშვის ნაცვლად  მშობელმა დაწეროს საშინაო დავალება.

4. რაც შეეხება უფროსკლასელებს, აქ უპირატესია ის, რომ მშობლებმა ბავშვებს ჩამოუყალიბონ უნარი და ჩვევა, რომ მათ დროულად დაიწყონ  გაკვეთილების მომზადება. შესაძლებელია შევახსენოთ ისიც, რომ მას შეუძლია 15-20 წუთი დაისვენოს. აუცილებლად ვეკითხებით -სჭირდებათ თუ არა ჩვენი დახმარება და არასოდეს, ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად ვცდილობთ რომ არ ვუთხრათ უარი დახმარებაზე - ეს იქნება ინტერნეტში საჭირო ინფორმაციის მოძიება თუ რთული მათემატიკური მაგალითის ამოხსნა.

5. ეტაპობრივად უნდა შემცირდეს დახმარების რაოდენობრივი  ხარისხი. დახმარება განსაკუთრებით აუცილებელია მეცადინეობის  დასაწყისში სწორი ინსტრუქციების მიცემის თვალსაზრისით, შემდეგ შეიძლება ცოტა ხნით ადგომა, თუმცა, ახლოს ყოფნა. დაახლოებით დაწყებითი სკოლის დამამთავრებელ კლასში, მოსწავლეს უკვე უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად მეცადინეობა.

„და ბოლოს, გიყვარდეთ და მიიღეთ საკუთარი შვილი უპირობოდ. ეცადეთ, რომ არასოდეს შეადაროთ თქვენი შვილი ან უფროს და-ძმას, ან სხვა ბავშვებს. ეს არის ყველაზე მტკივნეული  რამ,  რაც მშობელმა შეიძლება უთხრას საკუთარ შვილს. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, რომელიც შეკითხვებს გისვამთ. ყოველთვის მზად იყავით დაეხმაროთ ბავშვს, რომელიც ძიების პროცესშია. დაეხმარეთ ბავშვს აითვისოს აქამდე აუთვისებელი რამ. გააკეთეთ ეს ზრუნვით, მოთმინებით, სიმშვიდითა და სიყვარულით.“





რას ამბობენ ჩვენზე