02 ნოემბერი, 2018
მოამზადეთ უგემრიელესი „კურდღლის ფორმის ბლინები“ თქვენს შვილებთან ერთად
ბავშვებს ყოველთვის მოსწონთ განსხვავებული სახის დესერტები. მოამზადეთ უგემრიელესი კურდღლის ბლინები მათთან ერთად. იმედი გვაქვს, თქვენი შვილები ამ ბლინების მომზადების პროცესში გახალისდებიან და შემდეგ გემრიელად მიირთმევენ.
ინგრედიენტები:
3 ბლინი
2 ცალი ბანანი
2 მარწყვი
მდნარი შოკოლადი
ათქვეფილი ნაღები
მეთოდი:
1. აიღეთ ბლინი და გაჭერით ორ ნაწილად.(ერთი ნაწილი შედარებით დიდი, ხოლო მეორე ნაწილი პატარა უნდა იყოს.)
2. ბლინის ერთი ნაწილი მოათავსეთ თეფშის ზემო, ხოლო მეორე ნაწილი ქვედა ნაწილში.
3. ბანანები მოათავსეთ დიდი ბლინის ქვედა ნაწილში.
4. გაჭერით მარწყვი ორ ნაწილად და მიეცით გულის ფორმა.
5. ბანანის შოკოლადი მოათავსეთ ბლინის შიგთავსში.
6. ბოლოს დაამატეთ კრემი და გაუკეთეთ ბანანის კუდი.