მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ფიქრობთ როგორ გახადოთ თქვენი შვილი ოპტიმისტი? ბავშვები, რომლებიც სამყაროს ოპტიმისტურად უყურებენ, ცხოვრებისეულ გამოწვევებს სიამოვნებით იღებენ და ყველა დაბრკოლებას უფრო მარტივად ლახავენ.
ოპტიმისტი ადამიანი ცხოვრებისაგან ყოველთვის მოელის საუკეთესოს და დარწმუნებულია, რომ ყველანაირი უარყოფითი მოვლენა მალევე დადებითით შეიცვლება. ამგვარი აზროვნება კი ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს როგორც მენტალურ, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ურთიერთობებზე, ზოგადად ცხოვრების ხარისხზე, ყოველდღიური პრობლემების დაძლევასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც კი.
ეს რჩევები დაგეხმარებათ, რომ თქვენმა შვილმა ცხოვრება ნათელ ფერებში დაინახოს. ამ რეკომენდაციის დახმარებით, თქვენი შვილის უდარდელი და ბავშვური ცნობიერება ზრდასრული ცხოვრებისთვის მოემზადება.
გააღვიძეთ მასში ოპტიმიზმი
პირველ რიგში, პირადი მაგალითით გაუღვიძეთ ბავშვს ოპტიმიზმი. მისი წყალობით პატარა ყოველგვარ სიტუაციაში დაინახავს დადებით მხარეს, ირწმუნებს საკუთარ შესაძლებლობებს და ისწავლის სირთულეებთან გამკლავებას. ზღაპრების მაგალითზე აუხსენით, რომ შეუპოვარი ადამიანი მიზანს ყოველთვის აღწევს.
გამოხატეთ მაღალი თანაგრძნობა
ასწავლეთ აზრის გულახდილად გამოთქმა, საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილების გამოხატვა. ხშირად ჰკითხეთ, რამე ხომ არ აწუხებს, ყურადღებით მოეკიდეთ მის გრძნობებს. დალაი ლამა წერდა: "თუ გსურთ სხვები გახადოთ ბედნიერი, გამოხატეთ თანაგრძნობა, თუ გსურთ თავად იყოთ ბედნიერი, გამოხატეთ თანაგრძნობა". თანაგრძნობის დახმარებით ისინი ცხოვრებას პოზიტიური კუთხით შეხედავენ.
წაახალისეთ
თავს ნუ აარიდებთ ქებას, აუცილებლად აღნიშნეთ ბავშვის მიღწევები. ეს მას, ერთი მხრივ, თავდაჯერებას შემატებს, მეორე მხრივ კი კარგისა და ცუდის გარჩევას ისწავლის.
შეურჩიეთ პოზიტიური წიგნები ან ფილმები
ბავშვების უმტესობის ინსპირაციის წყარო ფილმების ან წიგნების გმირები არიან. შეურჩიეთ ისეთი წიგნები და ფილმები, რომლებიც მას მეტ თავდაჯერებას შემატებს და ოპტიმიზმს დაანახებს.
დაარწმუნეთ საკუთარ შესაძლებლობებში
თქვენი ან სხვისი მაგალითის ფონზე დაანახეთ, რომ მიუღწეველი არაფერია. დაარწმუნეთ თქვენი შვილი, რომ თავისი ცხოვრების შემოქმედი თავადაა. წარმატებაცა და წარუმატებლობაც მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.