06 ნოემბერი, 2018
შექმენით სახალისო თოჯინები თქვენი ხელით
სკოლამდელი ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის არასასკოლო აქტივობებიც. თუ გსურთ, რომ თქვენს შვილს შემოქმედებითი პოტენციალი განუვითარდეს შექმენით ეს სახალისო თოჯინები მათთან ერთად. ხელოვნების საშუალებით თქვენი ბავშვი ბევრ ისეთ თვისებას და უნარს იძენს, რომელიც მისი გონებრივი და ფსიქოლოგიური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
თოჯინების შესაქმენლად დაგჭირდებათ შემდეგი მასალა: თმის სამაგრები, წებო, მაკრატელი, საქსოვი ძაფი , ერთჯერადი ხელსახოცი და ყურის ჩხირები.
მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას.