07 ნოემბერი, 2018
ტყუპი ძმები - გია და ნიკა ბელთაძეები იზრუნე.ჯი-ს შესახებ
გია და ნიკა ბელთაძეები
www.izrune.ge-ს დიდ ოჯახს 2018 წლის მარტიდან შემოუერთდნენ და მას შემდეგ, ტყუპები სავარჯიშო თუ შემაჯამებელ ტესტებს ერთად აკეთებენ. ძმები ვანის N2 საჯარო სკოლის მეოთხე კლასში სწავლობენ და სკოლის გარდა სპორტითა და ცეკვით არიან დაკავებული. მიუხედავად მცირე ასაკისა, ამ ეტაპზე, სასურველი პროფესიებიც იციან და სურთ წარმატებული და ცნობილი ფეხბურთელები გამოვიდნენ.
ნანა რამიშვილი, დედა:
„როგორც კი გავიგე ამ შესანიშნავი პროექტის
www.izrune.ge-ს შესახებ, მაშინვე დავარეგისტრირე ბავშვები. ერთი პროფილი აქვთ, ყველაფერს ერთად აკეთებენ. ერთნაირად აქტიურობენ და ერთნაირ სიხარულს გამოხატავენ. მესამე შვილი მეშვიდე კლასის მოსწავლეა და ისიც აქტიურად მონაწილეობს ამ პროგრამაში. ამ ხნის განმავლობაში ბავშვებმა გარკვეული სახის გამოცდილება უკვე მიიღეს და მიხარია, როცა ჩემი შვილების წარმატებას და განათლებას თვალს ვადევნებ. სავარჯიშო ტესტის დღეს სამივე მოუთმენლად ელის.“
ნიკა ბელთაძე, ტყუპისცალი:
„ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ მე და ჩემი ძმა ტესტებს ერთად შევასრულებდით. სავარჯიშო და შემაჯამებელი ტესტების დროს ერთად ვსხდებით კომპიუტერთან და ვცდილობთ საკუთარი ცოდნა თანაბრად გამოვავლინოთ. ძალიან მოგვწონს ეს პროცესი, ტესტები ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანია. ვიღებთ ახალ ცოდნას და გამოცდილებას, მოუთმენლად ველოდებით ყოველ ხუთშაბათს და ვემზადებით ,,შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღისთვის.“
გია ბელთაძე, ტყუპისცალი:
„მე და ჩემ ძმას ძალიან მოგვწონს
www.izrune.ge-ს ტესტები. დედიკოც გვერდით გვიზის და თვალს გვადევნებს ხოლმე. კლასელები და მეგობრები ყოველთვის ვეჯიბრებით ერთმანეთს ვინ უფრო მაღალ ქულას და უფრო მეტ დიპლომს მიიღებს. ჩვენ უკვე ოთხი დიპლომი მოვიპოვეთ და გაგვიხარდა, როცა დედამ გვითხრა, რომ დიპლომებს ამობეჭდავს და სასწავლო კუთხესთან გავაკრავთ. ძალიან გვინდა კარგადაც ვისწავლოთ და წარმატებული ფეხბურთელებიც გამოვიდეთ.“