მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
მსოფლიოში ცნობილმა ფოტოგრაფმა ჯოშ როსიმ ბავშვებს, რომლებიც მომაკვდინებელ დაავადებებს ებრძვიან, ნამდვილი დღესასწაული მოუწყო და საყვარელ სუპერგმირებად აქცია.
„ქალი საოცრება, ადამიანი ობობა, „ბეტმენი“- ფოტოგრაფის და მისი გუნდის შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია.
„ავადმყოფი ბავშვების მშობლებისგან ძალიან ბევრი წერილი მივიღე, სადაც ისინი მათი შვილების ოცნებებზე მწერდნენ და ვფიქრობდი, რომ ეს ბავშვები მართლაც სუპერგმირები არიან. შემდგომ მე და ჩემმა ცოლმა გადავწყვიტეთ ეს იდეა სისრულეში მოგვეყვანა.“- აცხადებს იტალიელი ფოტოგრაფი.
ჯოშ როსიმ გადაწყვიტა პატარებისგან „სამართლის ლიგა“ შეექმნა და აი შედეგიც:
„სამართლის ლიგის“ პირველი წევრი კეიდენ კინქლია. ხუთი წლის კეიდენი ამჟამად ორივე ფეხზე პროთეზს იყენებს, რადგან თანდაყოლილი დაავადების გამო, მას ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. კეიდენ კინქლი ფოტოგრაფმა „კიბორგად“ გარდაქმნა.
სოფი ლოფტუსი 3 წლიდან თვალის სიმსივნეს ებრძვის. „ქალი საოცრება“ ქიმიური თერაპიის შედეგ პირდაპირ ობიექტივის წინ დადგა და ნამდვილ სუპერგმირად გადაიქცა.
ცხრა წლის თიგან პეტიტი გულის თანდაყოლილი ანომალიით დაიბადა. იგი ამჟამად ტრანსპლანტაციას ელოდება, თიგანი ნამდვილი „სუპერმენია“, რადგან თავის რიგს გადასარჩენად, მოთმინებით ელის.
2 წლის მატასი მანუმა მძიმე ფორმის ლეიკემიას ებრძვის. „სამართლის ლიგის“ ყველაზე პატარა წევრი, ფოტოსესიაზე მაღალი სიცხით გამოცხადდა, თუმცა ფოტოგრაფის ყველა მითითება სრულყოფილად შეასრულა.
საიმონ ფალმერი სიმსივნეს ებრძვის. ხუთი წლის საიმონი აცხადებს, რომ არ სურს მისი მძიმე დაავადების დეტალები იცოდეს...
ზაიდენ სტორლოუი მძიმე დაავადებას არ ბერძვის, მისი დიაგნოზი ჰიპერაქტიურობაა. აღნიშნული დიაგნოზი მხოლოდ აშშ-ში ექვს მილიონ 4-დან 17 წლამდე მოზარდს დაუსვეს. 7 წლის ზაიდენს არ შეუძლია სკოლაში გაკვეთილებზე მშვიდად ყოფნა, რაც მისი სუპერგმირის ხასიათშიც გამოიხატა.