izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საინტერესო ამბები
08 ნოემბერი, 2018
გაიგეთ როგორ ზრუნავენ დედოფლისწყაროში მოსწავლეების აღზრდასა და განათლებაზე
www.izrune.ge-ს დიდი ოჯახის პატარა მეგობარი, იმედა მიგრიაული დედოფლისწყაროს სოფელ ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში სწავლობს. მესამე კლასის მოსწავლე ყველაზე პატარა აღმოჩნდა თავისი სკოლიდან, რომელმაც www.izrune.ge-ზე ხუთი ოქროს დიპლომი დააგროვა. როგორც ჩვენთან საუბრისას ოჯახის წევრები აღნიშნავენ, იმედა სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით აკეთებს.



 
 ნინო ჩიტიშვილი, დედა: 

„ყოველ ხუთშაბათს და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, იმედასთან ერთად, მთელი ოჯახი მოუთმენლად ველით. თითქმის ერთი წელია, რაც იმედა www.izrune.ge-ს დაუმეგობრდა. ძალიან მონდომებული და მოტივირებულია. მაქსიმალურად ცდილობს ტესტებს დამოუკიდებლად გაართვას თავი. ოჯახის გარდა ნათესავებიც გულშემატკივრობენ და ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს გვეკითხებიან როგორი შედეგი ჰონდა მას. ძალიან გვსიამოვნებს ეს პროცესი. ბავშვს ონლაინ ტესტების მეშვეობით სხვადასხვა უნარი უვითარდება, რაც სამომავლო გამოცდებში აუცილებლად გამოადგება.“

www.izrune.ge-ს პატარა მეგობარი საკუთარ მიზნებსა და სურვილებზეც გვესაუბრა. მომავალი მსახიობი ამბობს, რომ ონლაინ ტესტები მოსწონს და ვებ-გვერდზე ცოდნის შემოწმებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

იმედა მიგრიაული, მესამე კლასის მოსწავლე:

„ძალიან მომწონს ეს  ვებ-გვერდი. ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც ყველა ტესტს სწორად ვპასუხობ. უკვე ხუთი დიპლომი მაქვს მოპოვებული და მინდა, რომ სახლში სპეციალური კუთხე მოვაწყო www.izrune.ge-ს დიპლომებისთვის. მშობლები, ბებია, ბაბუა, ჩემი ძმა, მეგობრები და ახლობლები ძალიან მგულშემატკივრობენ, ყოველთვის უხარიათ ჩემი წარმატებები. მომავალში მინდა , რომ წარმატებული მსახიობი გამოვიდე. ქართველი მსახიობებიდან ნიკა არაბიძე მიყვარს. გატაცებული ვარ ასევე ფეხბურთით. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი  კრიშტიანუ რონალდუა.“


გიორგი მიგრიაული, იმედას ძმა:

„ძალიან მომწონს ეს პროექტი. ჩემი ძმის მეცადინეობას და ტესტირებას ყოველთვის ვადევნებ თვალს. მეც მასთან ერთად მიხარია, როდესაც საუკეთესო შედეგს აჩვენებს. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩემ ძმას და www.izrune.ge-ზე დარეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს.“





რას ამბობენ ჩვენზე