09 ნოემბერი, 2018
შოპინგი ბავშვთან ერთად
შოპინგი რომ განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ყველასთვის ცნობილი ფაქტია. ალბათ ხშირად გქონიათ მომენტი, როდესაც საყიდლებზე გსურთ წასვლა, მაგრამ არ იცით ბავშვი ვის დაუტოვოთ.
ახალი კვლევების თანახმად დადგინდა, რომ შოპინგი ბავშვის განვითარებაზე დადებითად აისახება. როდესაც მშობელი ბავშვთან ერთად ყიდულობს საჭირო ნივთებს, პროდუქტებსა თუ ტანსაცმელს, მას უმუშავდება ბედნიერების ჰორმონი და იძენს სხვადასხვა სოციალურ უნარ-ჩვევებს. ბავშვი ხდება უფრო თავისუფალი, კომუნიკაბელური და გახსნილი.
ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ღია უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის მიხედვით, დადგინდა, რომ შოპინგი დადებით გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. წაიყვანო ბავშვი შოპინგზე იგივეა, რაც ატარო ფერწერის ან ხატვის წრეზე.
უნივერსიტეტმა დასკვნები გერმანიაში ჩატარებული კვლევის შედეგად გააკეთა. გამოკითხვა 10 000-მდე მშობელი და დადგინდა, რომ ბედნიერების ყველაზე მაღალი მაჩვენებლი იმ ბავშვებშია, რომლებიც დადიან: ხატვაზე, ძერწვასა და შოპინგზე.
მკვლევარებმა პოლ ანანდმა და ლორენს როუპმა დაადგინეს, რომ საყიდლებზე სიარულის დროს ბავშვებს უვითარდებათ ისეთი უნარები, რომლებიც მათ ცხოვრების ყველა ეტაპზე გამოადგებათ.
მეცნიერები ამბობენ, რომ ბავშვები უფრო მეტად ვითარდებიან. იძენენ სოციალურ უნარ-ჩვევებს. ეცნობიან სხვადასხვა სახის პროდუქტს, ხდებიან დამოუკიდებლები, პასუხისმგებლიანები და სწავლობენ არჩევანის გაკეთებას...