09 ნოემბერი, 2018
შექმენით ფერადი ყვავილები შვილთან ერთად და გააფორმეთ თქვენთვის სასურველი ნივთი
ბევრ მშობელს აქვს სურვილი შვილი მეტად შემოქმედებით და კრეატიულ პიროვნებად აღზარდოს. ბავშვური ფანტაზიები, რომლებიც დიდებს რეალური ცხოვრებისაგან დაშორებულად ეჩვენებათ, სინამდვილეში, შემოქმედების ჩანასახია.
ნებისმიერ სფეროში, კრეატიულობა უმნიშვნელოვანეს უნარჩვევად ითვლება. სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობით ბავშვს უვითარდება ფანტაზიის უნარი, მიმდინარე მოვლენებს უფრო მრავალფეროვნად აღიქვამს და იწყებს სწრაფვას ახალი იდეებისკენ.
ბავშვთა განვითარების სფეროში მომუშავე სპეციალისტი ფრეიზერ მასტარდი ამბობს:
„დაკვირვების საფუძველზე , ადრეულ ასაკში ბავშვის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ განვითარდება მისი ტვინი.“
თუ გსურთ, რომ თქვენ შვილს შემოქმედებითი წარმოსახვა მეტად განუვითარდეს, შექმენით ეს ყვავილები მასთან ერთად და გაალამაზეთ საძინებელი ოთახი.
მოიმარჯვეთ წებო, ფერადი ფურცლები, მაკრატელი და მიჰყევით ინსტრუქციას: