12 ნოემბერი, 2018
ბავშვები, რომლებიც ჯანსაღ საუზმეს მიირთმევენ, სკოლაში უფრო წარმატებულები არიან
კვება ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ახალი კვლევით დადგინდა, რომ საუზმე ბავშვის სწავლის ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვების ჟურნალში გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ ცხადყო, რომ ჯანსაღი საუზმე დიდ გავლენას ახდნეს მოსწავლის განვითარებაზე და მის სასკოლო წარმატებაზე.
კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 5000-მდე ბავშვი გამოკითხეს. გამოკითხვა 9-11 ასაკის ბავშვებში ჩატარდა, რომლებმაც თავისი კვების შესახებ ისაუბრეს.
დადგინდა, რომ ის ბავშვები, რომლებიც დილით საუზმობდნენ და ჯანსაღ საკვებს მიირთმევდნენ სკოლაში ბევრად კარგ შეფასებას იღებდნენ, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც დილით არ საუზმობდნენ ან არაჯანსაღად იკვებებოდნენ.
მკვლევარებმა გამოკითხვისას ბავშვებს სთხოვეს ეთქვათ რას მიირთმევდნენ 24 საათის განმავლობაში. გამოვლინდა ძლიერი კავშირი ჯანსაღ კვებასა და კარგად სწავლას შორის.
ბავშვებმა აღნიშნეს, რომ სკოლაში დავალებებისა თუ ტესტირების შესრულებას თავს კარგად ართემვდნენ და უმაღლეს შეფასებასაც იმსახურებდნენ. არაჯანსაღი საკვების მოხმარებამ კი საგანმანათლებლო მიღწევაზე დადებითი გავლენა არ აჩვენა.
ის ბავშვები, რომლებიც დილით არაჯანსაღ საკვებს იღებდნენ, სკოლაში სწავლის დაბალ ხარისხს ავლენდნენ.
„ჯანსაღი კვება ბავშვის სწავლის ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს, ამიტომ მშობლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რას აჭმევენ საკუთარ შვილებს.“ - განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა ჰანაჰ ლითლკოტმა. კვლევის თანახმად შეიძლება ითქვას, რომ სწავლის ხარისხზე უდიდესი როლი აკისრია ბავშვის კვებას და სწორედ ამიტომ, მკვლევარები მშობლებს ურჩევენ, უფრო მეტი ყურადღება გამახვილონ ბავშვების ჯანსაღ კვებაზე.
ბავშვის დილის რაციონი უმჯობესია შედგებოდეს ცილებით, უჯრედისით მდიდარი საკვებისაგან და სრულმარცვლოვანი პროდუქტებისგან. შეგიძლიათ თქვენს შვილს შესთავაზოთ:
ყავისფერი ბრინჯი
ხილი
ბოსტნეული
ნაკლებცხიმიანი რძე
კვერცხი
თხილი
პარკოსანი მცენარეები