მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
აშშ-ში უკვე მესამე წელია, რაც ერთ შესანიშნავ საქველმოქმედო პროექტს ჩაეყარა საფუძველი და წელს უკვე საერთაშორისო სახე მიიღო. საუბარია საშობაო ნაძვის ხეების სანტებზე - ორგანიზაციაზე, რომელიც ახალი წლის დღეებში ნაძვის ხეებით ასაჩუქრებს იმ ოჯახებს, რომლებსაც მათი შეძენის საშუალება არ გააჩნიათ.
იდეის ავტორი ცოლ-ქმარია, რომელმაც ძველი ნაძვის ხე ერთ გაჭირვებულ ოჯახს აჩუქა და ბავშვების სიხარული იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ გადაწყვიტა ამ საქმისთვის ორგანიზებული სახე მიეცა.
შარშან ამ ორგანიზაციამ ამერიკის მასშტაბით 6500-ზე მეტ ოჯახში შეიტანა ეს ბედნიერება და 2019 წლის მოახლოებასთან ერთად ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაშიც გაფართოვდა.
საქართველოში, აღნიშნულ პროექტს ერთ-ერთი ინტერნეტ მაღაზია, რომელშიც ნაძვის ხეები ონლაინ იყიდება, უკვე შეურთდა ამ პროექტს და საახალწლოდ თბილისისა და რეგიონების რამდენიმე ბავშვთა სახლსა და ოცამდე ხელმოკლე ოჯახს ამ საჩუქარს გაუკეთებს.
იდეა, გარდა მისი საქველმოქმედო კუთხით მომხიბლაობისა, საქართველოში მას შემდეგ გაჩნდა, რაც კამპანიაში მსოფლიო საოჯახო საქონლის ინტერნეტ გაყიდვების გიგანტი, Home Depot ჩაერთო და ამ ორგანიზაციას 150-ზე მეტ ლოკაციაზე ნაძვის ხეების უფასოდ მიტანა შესთავაზა, ხოლო თავად მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქციაზე საკუთარ მომხმარებელს საშუალება მისცა მათთვის სურვილისამებრ, დონაცია გაეკეთებინა.
როგორც isurve.ge-ს წარმომადგენლები ამბობენ, ე.წ "საუკეთესო პრაქტიკების" გადმოტანა ამ ბაზრის გლობალური ლიდერებისგან მხოლოდ ინტერნეტ კომერციის ტექნიკური კუთხით კი არა, იდეური მიმართულებითაც უნდა მოხდეს და ამ კამპანიის ერთ-ერთი მიზანიც ეს გახლდათ. გარდა ამისა, მიაჩნიათ, რომ მსგავს აქციებს მათ მაგალითზე შესაძლოა ბაზრის სხვა მოთამაშეებიც შეუერთდნენ და ამან დადებითად იმოქმედოს სოციალური პასუხისმგებლობის ზრდაზე არამხოლოდ სადღესასწალო დღეებში, რაც მთელი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.