izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
რჩევები მშობლებს
13 ნოემბერი, 2018
როგორ ვიზრუნოთ შვილების აღზრდასა და განათლებაზე?- მშობლების რჩევები
ერთ წელზე მეტია, რაც ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი www.izrune.ge - ინტერნეტ-სივრცეში გამოჩნდა. საიტის უნიკალურობიდან გამომდინარე, მოსწავლეების და მშობლების ყურადღება მალე მიიქცია და პოპულარულობაც მოიპოვა. 

ბოლო მონაცემებით, ვებ-გვერდზე 10 000-ზე მეტი მოსწავლე და მშობელია რეგისტრირებული. ეს არის მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტი, რომლის მთავარი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. გარდა ხუთშაბათის მოსამზადებელი სავარჯიშო ტესტებისა, საიტზე ყოველი თვის ბოლო კვირა დღე ცხადდება „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ.“ აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ოჯახს აქვს საშუალება მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალურ ქსელიში.

ამჯერად www.izrune.ge-ს ვებ-გვერდზე რეგისტრირებული მოსწავლეების მშობლები აფასებენ.

 
ელზა მახუაშვილი, თბილისის 47-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი:

„როგორც კი შევიტყვე ამ ინოვაციური პროექტის შესახებ მაშინვე დავარეგისტრირე ჩემი შვილი დავითი. ვფიქრობ, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და შანსი ბავშვმა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით დამატებითი უნარები გამოიმუშაოს და კარგი ბაზა შეიქმნას მომავალში საატესტატო გამოცდებისთვის. დღეს ბავშვის აღზრდა-განათების პროცესში სკოლაც და ოჯახიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული, რადგან ცალ-ცალკე ვერც ერთი რგოლი ვერ მიაღწევს სასურველ შედეგს, ამიტომაც ვფიქრობ, რომ www.izrune.ge საუკეთესო საგანმანათლებლო ვებ-გვერდია.“

შორენა ბენაშვილი, თბილისის 145-ე საჯარო სკოლის მშობელი:

„ჩემი შვილი კატო პირველი კლასის მოსწავლეა და უკვე www.izrune.ge-ს დაუმეგობრდა. ვფიქრობ, ბავშვისთვის კარგი სტარტია. მოგეხსენებათ, დღეს მოსწავლეებს გამოცდების ჩაბარება კომპიუტირიზებული სისტემის მეშვეობით უწევთ და სანამ საატესტატო გამოცდების დრო მოვა, უკვე ექნება ონლაინ რეჟიმში ტესტირების გამოცდილება.“


ნინი იოსებაშვილი, თბილისის 174-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი:

www.izrune.ge საუკეთესო საგანმანათლებლო ვებ-გვერდია. ბავშვს აძლევს უდიდეს სტიმულსა და მოტივაციას, რომ შეამოწმოს საკუთარი ცდონა ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს. ხოლო თვის ბოლო კვირა დღეს, მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ დიპლომები და გაგვახარონ მშობლები. მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ავტორს ბატონ გოჩა ტგყეშელაშვილს ასეთი გრადიოზული და საინტერესო პროექტის შექმნისთვის.“




ქეთი საღლიანი, 83-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი:

„მე და ჩემი შვილი ძალიან კმაყოფილები ვართ. ყოველთვის მოუთმენლად ველით სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტს. მოსწავლეები ამ უნიკალური ვებ-გვერდის დახმარებით იღებენ დამატებით ცოდნასა და გამოცდილებას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პროექტის დამაარსებელს და ვუსურვო წარმატებები.“

თეა არსენაძე, თბილისის 45-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლის მშობელი:

„მინდა აღვნიშნო, რომ www.izrune.ge უპრეცედენტო საგანმანათლებლო ვებ-გევრდია. ამ პროექტმა მოსწავლის გარშემო გააერთიანა სკოლა და ოჯახი. ბავშვი ყოველთვის მონდომებით აკეთებს სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს, ამოწმებს საკუთარ ცოდნას, იღებს დამატებით გამოცდილებას. ვფიქრობ, ყველა მშობელი აქტიურად უნდა ჩაერთოს ბავშვის განვითარებაში და აუცილებლად ვურჩევ დაარეგისტრირონ საკუთარი შვილები www.izrune.ge-ს საიტზე.“

 


რას ამბობენ ჩვენზე