15 ნოემბერი, 2018
თერჯოლის სკოლის მოსწავლეები თვის შეაჯამებელი ტესტისთვის ემზადებიან
თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ხუთშაბათი დღე განსაკუთრებულად დაიწყეს. თითოეულმა მათგანმა სავარჯიშო ტესტი სკოლაში, კომპიუტერების ოთახში დირექტორთან ერთად გაიარა.
ელისო მურადაშვილი, თერჯოლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
„დილიდან ბავშვები მოტივირებულები მოვიდნენ. მახარეს, რომ დღეს სავარჯიშო ტესტის დღეაო, ერთი სული ჰქონდათ ტესტი გაეკეთებინათ, ამიტომ გადავწყვიტე ყველა შემეყვანა კომპიუტერების ოთახში, რათა ერთდროულად შეემოწმებინათ საკუთარი ცოდნა. აღფრთოვანებულები არიან, კითხვები ძალიან მოეწონათ. მეც კმაყოფილი ვარ, რომ შემიძლია
www.izrune.ge-ს მეშვეობით ჩემი სკოლის მოსწავლეების ცოდნის დონეს თვალი ვადევნო.“
ნანო თორთლაძე თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე:
„სკოლაში ტესტების გაკეთება ძალიან გამიხარდა. ბავშვები ერთმანეთს ვეხმარებოდით. კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით. ელისო მასწავლებელიც კლასში იყო და თუ რომელიმე კითხვას ვერ ვიგებდით მას ვეკითხებოდით. მე ყველაზე მეტად მათემატიკასთან დაკავშირებული კითხვები მომეწონა.“
ბარბარე ნიკოლაძე თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე:
„დირექტორი ჩვენთან ერთად იყო, მათემატიკასაც გვასწავლის და კითხვების გააზრებაშიც გვეხმარებოდა. დღეს ტესტი კარგად გავაკეთე და მოუთმენლად ველოდები „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, რათა თვის შემაჯამებელი ტესტი გავაკეთო. უკვე ბევრი ოქროს დიპლომი მაქვს მოპოვებული და მინდა, რომ ჩემი წარმატება ყველას გავუზიარო.“
თამარ ამირანაშვილი, ავთანდილ ურიადმყოფელის მშობელი:
„ბავშვი სახლში გახარებული მოვიდა. მითხრა, რომ სავარჯიშო ტესტი სკოლაში გააკეთა. ძალიან მოგვწონს
www.izrune.ge-ს ტესტები მოსწავლე დამატებით ცოდნასა და გამოცდილებას იძენს. ყოველთვის მოუთმენლად ველით „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს.“ მოპოვებულ დიპლომებს ბავშვი ფეისბუქის მეშვეობით მეგობრებსაც უზიარებს და უამრავ მილოცვას იღებს. მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ავტორს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, ასეთი უნიკალური საგანმანათლებლო ვებ-გვერდის შექმნისთვის.“