izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საინტერესო ამბები
16 ნოემბერი, 2018
გაიცანით, თბილისის გამორჩეულად მზრუნველი დამრიგებელი
თბილისის 167-ე საჯარო სკოლის  4გ კლასის დამრიგებელი რუსუდან გორგაძე მოსწავლეებზე განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს. 2018-19 წლების მაიკროსოპტის ექსპერტ-ინოვატორმა  მასწავლებელმა საგანმანათლებლო  ვებ-გვერდზე თავისი სადამრიგებლო კლასიდან ყველა მოსწავლე დაარეგისტრირა.  როგორც www.izrune.ge-სთან საუბრისას პედაგოგი ამბობს,  ეტაკოდის დახმარებით თითოეული მოსწავლის  ცოდნის დონეს მუდამ თვალყურს  ადევნებს.

რუსუდან გორგაძე, თბილისის 167-ე საჯარო სკოლის  მასწავლებელი:

www.izrune.ge საინტერესო პროექტია. ტექნიკურადაც გამართულია. მე, ჩემმა მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა ალღო მალე ავუღეთ. მოსწავლეები ყოველთვის მოუთმენლად ელიან
ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს.“ ბავშვებს გაკვეთილზე მოაქვთ მათთვის უცხო კითხვები და დამატებით განვიხილავთ და ვმეცადინეობთ. ჩემს მოსწავლეებს  განსაკუთრებულად ბუნება უყვართ. გამოყოფილი გვაქვს ოთხშაბათი დღე, გაკვეთილების შემდეგ ბავშვები რჩებიან სკოლაში და მათთვის საინტერესო თემებზე არაპროგრამულ მეცადინეობებს ვატარებთ. ამ ეტაპზე ძალიან აინტერესებთ ინფორმაცია გადაშენებული ცხოველების შესახებ. ჩემი მოსწავლეები მაიკროსოპტის პროგრამის დახმარებით ლისაბონის ზოოპარკში ვირტუალურად ვამოგზაურე. ჩვენ ყველანაირ სიახლეს მივესალმებით. ძალიან ბევრ შეჯიბრებასა და ოლიმპიადაში ვიღებთ მონაწილეობას, მათ შორის გახლავთ სწორედ www.izrune.ge, რომელიც უნიკალური შესაძლებლობაა იმისათვის, რომ სკოლამ და ოჯახმა მუდმივად მიიღოს ინფორმაცია ბავშვის ცოდნის დონის შესახებ.

რუსუდან გორგაძის თქმით კლასის დამრიგებლობა დიდი პასუხისმგებლობაა.  

„მე პირადად მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. ისინი ჩემი პატარა მეგობრები არიან. მათი ცრემლი და ნაღველი ჩემთვის მნიშვნელოვანია ამიტომ მუდამ ვცდილობ  მათი ინტერესები და კეთილი სურვილები გავითვალისწინო. მნიშვნელოვანია, რომ დამრიგებელი იყოს აქტიური და ეცნობოდეს მიმდინარე საგანმანათლებლო სიახლეებს. ის მშობლებთან აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს და ბავშვის შესახებ ზუსტ და სწორ მონაცემებს  აწვდიდეს. “-აცხადებს რუსუდან გორგაძე.
 


ნინო კაცაძე, თბილისის 167-ე საჯარო სკოლის მოსწავლე:

„სექტემბრიდან დავრეგისტრირდი www.izrune.ge-ზე  და უკვე ბრინჯაოსა და ვერცხლის დიპლომი მოვიპოვე. ტესტებს დამოუკიდებლად ვაკეთებ და შემდეგ შედეგს ჩემი მშობლები ამოწმებენ. ბაინდერში ვაგროვებ ჩემს დიპლომებს. ჩემი დაც ჩართულია ამ პროგრამაში და ერთმანეთს ვეჯიბრებით ვინ უფრო მეტ ოქროს დიპლომს მოიპოვებს.“

კესანე სარალიძე, თბილისის 167-ე საჯარო სკოლის მოსწავლე:

„ორი თვეა რაც  www.izrune.ge-ს დავუმეგობრდი. ძალიან ბევრი სიახლე აღმოვაჩინე ქართულში. მივხვდი, რომ ისტორიულ საკითხებზე უფრო მეტი უნდა ვიმეცადინო. მოუთმენლად ველოდები თვის შემაჯამებელ ტესტს, რათა ოქროს დიპლომი მოვიპოვო.“

მარიამ მეტრეველი, თბილისის 167-ე საჯარო სკოლის მოსწავლე:

„მშობლები ყოველთვის მადევნებენ თვალს როდესაც სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს ვაკეთებ. სახლში ყველაზე მეტად ბებია და ბაბუა მგულშემატკივრობენ. ძალიან მინდა ოქროს დიპლომის მოპოვება, რათა ყველა გავახარო.“

ლაშა შერბაკოვი, თბილისის 167-ე საჯარო სკოლის მოსწავლე:

„ძალიან მომწონს www.izrune.ge-ს კითხვები განსაკუთრებით კი ისტორიული კუთხით. ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღე. ჯერ ვერცხლის და ოქროს დიპლომი მაქვს და ყველაზე მეტად მამა მგულშემატკივრობს, რომ ოქროს დიპლომიც მოვიპოვო.“

ნინიკო უმეტაშვილი,  თბილისის 167-ე საჯარო სკოლის მოსწავლე:

„ტესტებში მაღალ ქულებს ვიღებ. ძალიან გამიხარდა, როდესაც პირველი ოქროს დიპლომი მოვიპოვე. მიზნად დავისახე, რომ ამ სასწავლო წელში ბევრი ოქროს დიპლომი დავაგროვო.“




რას ამბობენ ჩვენზე