მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
კლასგარეშე ლიტერატურას ბავშვის განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. წიგნი მაქსიმალურად ზუსტად უნდა შეეფერებოდეს ბავშვის ასაკს. გთავაზობთ წიგნების ჩამონათვალს, რომლებიც სასურველია წააკითხოთ 10-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს.
1.მარკ ტვენი - „ტომ სოიერის თავგადასავალი"- წიგნში მოთხრობილია თორმეტი წლის ობოლი ბიჭუნა ტომის ამბავი რომელიც დეიდასთან ერთად ცხოვრობს.
2.ჩარლს დიკენსი - „ოლივერ ტვისტის თავგადასავალი"- წიგნში მოთხრობილია ლონდონში მცხოვრები ობოლი ბიჭუნას, ოლივერ ტვისტის, თავგადასავალი.
3.ჯეიმს გრინვუდი - „პატარა მაწანწალა" – რომანი „პატარა მაწანწალა" ლონდონის ღარიბ უბნებში მცხოვრებ ბიჭებზე მოგვითხრობს. ქუჩის ცხოვრების რეალისტური აღწერისა და დინამიკური სიუჟეტის გამო „პატარა მაწანწალა" მრავალი თაობის ბავშვების საყვარელი წიგნია.
4.ჟიულ ვერნი - „80 000 კილომეტრი წყალქვეშ"- წიგნი დედამიწის გარშემო წყალქვეშა მოგზაურობას ასახავს.
5.დონა ტარტი – „ჩიტბატონა“ - ტარტის ამ ნოველამ 2014 წელს პულიტზერის პრიზი მიიღო. იგი მოგვითხრობს ტეოს ამბავს, რომელიც ტრაგიკულად კარგავს დედას თხრობის დასაწყისში. ამ წიგნში გადმოცემულია მეგობრობა, სიყვარული, დანაკარგისა და აღმოჩენის, თავისუფლების შეგრძნება.