19 ნოემბერი, 2018
უნდა გაუშვათ თუ არა სკოლაში გაციებული ბავშვი?
ზამთრის სეზონთან ერთად მოსწავლეებში გაციებამ მოიმატა. როდესაც ბავშვს გრიპის სიმპტომები აღენიშნება მშობლები ხშირად ყოყმანობენ გაუშვან თუ არა ის სკოლაში.
სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ ბავშვი თავს ცუდად გრძნობს აუცილებლად სახლში უნდა დატოვოთ, რადგან მისი სკოლაში გაშვება პროდუქტიული არ იქნება და სხვა ბავშვებსაც შეიძლება გადასდოს ვირუსი.
ექიმების თქმით, გაციებას ხშირად სიცივე ართულებს, სწორედ ამიტომ მშობლებს ურჩევენ, რომ გაციებული ბავშვი სკოლაში არ გაუშვან, იქამდე სანამ ბოლომდე არ გამოჯანმრთელდება.
რეკომენდაცია:
1. თუ ბავშვი სუსტადაა და ცუდად გრძნობს თავს, რომც არ ჰქონდეს მომატებული ტემპერატურა, სჯობს დატოვოთ სახლში.
2. გაციების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩაცმულობას. უნდა ეცადოთ რომ ბავშვს თანაბრად თბილად ეცვას. გულმკერდი და ფეხები უნდა ჰქონდეს ყველაზე თბილად.
3. გაციებული ბავშვის ოთახში 22-23 გრადუსი სითბო უნდა იყოს, ზოგადად 20 გრადუსი ჯანმრთელი ბაშვისთვისაც იდეალური ტემპერატურაა.
4. გაციების დროს კარგია ჰაერის გატენიანება.
5. ბავშვების მკურნალობას განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეკიდოთ, სჯობს, მკურნალობა პრეპარატების გარეშე წარიმართოს.
6. თუ ბავშვს აღენიშნება 37°С და მეტი ტემპერატურა ასეთ შემთხვევაში დატოვეთ სახლში თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ დაუშვებელია ანტიბიოტიკით თვითნებური მკურნალობა და ვიტამინების დალევა. მდგომარეობის გაუარესების შემთხევავში გირჩევენ, რომ მიმართოთ მკურნალ ექიმს.