22 ნოემბერი, 2018
ანა ხვედელიძე, აბიტურიენტი ზესტაფონიდან: „როგორც მომავალი მასწავლებელი მივესალმები იზრუნე.ჯი-ს პროგრამას“
25 ნომბერი „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა.“ დღეს კი ხუთშაბათია, სავარჯიშო ტესტის დღე. მთელი საქართველოს მასშტაბით ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული მოსწავლეები სავარჯიშო ტესტს გადიან და 25 ნოემბრისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.
www.izrune.ge ამჯერად მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს ესაუბრა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ.
ლალი ჩუბინიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. დილიკაურის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩემი სკოლის მოსწავლეები დღეს გადიან სავარჯიშო ტესტს და ემზადებიან თვის შემაჯამებელი ტესტისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივი პროექტია. მეთორმეტე კლასელები საატესტატო გამოცდებისთვის კარგ გამოცდილებას იღებენ. ვფიქრობ, რომ აღარ ექნებათ ონლაინ ტესტირების შიში. ბავშვებს და მშობლებს ხშირად ვესაუბრები და ორივე მხარე კმაყოფილია. მოსწავლეები აკეთებენ საკუთარი ცოდნის ანალიზს, სწავლობენ დროის მართვას და მუშაობენ უფრო მეტს, რათა ყოველ ჯერზე უკეთესი შედეგი დააფიქსირონ. მინდა
www.izrune.ge-ზე რეგისტრირებულ თითოეულ მოსწავლეს წარმატებები ვუსურვო.“
ანა ხვედელიძე მოსწავლე:
„
www.izrune.ge-ზე თებერვალში დავრეგისტრირდი და უკვე დიდი გამოცდილება და ცოდნა მივიღე. მეთერთმეტე კლასში საატესტატო გამოცდების ჩაბარებაში აქ მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარა. ონლაინ ტესტირების მეშვეობით ვისწავლე დროის მენეჯმენტი, მივიღე ზოგადი განათლება. ვემზადები სავარჯიშო და შემაჯამებელი ტესტირებისთვის. ვერცხლის და ბრინჯაოს დიპლომები მაქვს და მინდა ოქროს დიპლომიც მოვიპოვო. ფარმაცევტულზე ვაპირებ ჩაბარებას და ძალიან მიხარია, როდესაც ბიოლოგიასთან დაკავშირებული კითხვები მხვდება. 25 ნოემბერს მოუთმენლად ველოდები და მინდა ყველა მოსწავლეს წარმატება ვუსურვო.
ნესტან ცხელიშვილი მოსწავლე:
„ყოველ ხუთშაბათს ვამოწმებ ჩემს ცოდნას და ვემზადები თვის შემაჯამებელი ტესტისთვის. ვფიქრობ, რომ აქ მიღებული გამოცდილება საატესტატო გამოცდების ჩაბარებაში ძალიან დამეხმარება. მომავალში მინდა, რომ მასწავლებელი გავხდე და როგორც მომავალი მასწავლებელი მივესალმები
www.izrune.ge-ს პროგრამას, რადგან ოჯახს, სკოლასა და მოსწავლეს აერთიანებს.“
თეონა ცერცვაძე მოსწავლე:
„
www.izrune.ge-ზე რეგისტრაციის დღიდან აქტიურად ვაკეთებ სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. დღესაც მოუთმენლად ველოდები სავარჯიშო ტესტის გავლას და 25 ნოემბერს, „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს.“ ყოველ ტესტირებაზე ვიძენ ახალ ცოდნას, უფრო კარგად მამახსოვრდება კითხვები და სწორი პასუხები. საატესტატო გამოცდების ჩაბარების აღარ მეშინია, რადგან ონლაინ რეჟიმში ჩემი ცოდნის შემოწმებას უკვე მივეჩვიე.“